Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაკლებად ცნობილი ესპანური თეთრი ვაზის ჯიშები და ღვინოები

ესპანეთი ყველასთვის ცნობილია, ერთ-ერთი წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ღვინის მოყვარულებს აუცილებლად გეცოდინებათ ესპანური ღვინის რეგიონები და ჯიშები, პრიორატი (Priorat), გარნაჩა (Garnacha), შერი (Sherry), ტემპრანილო (Tempranillo) და რიოხა (Rioja), თუმცა სტატიაში სწორედ იმ ესპანურ ღვინოებსა და ჯიშებზე ვკითხულობთ, რომლებიც არც თუ ისე ცნობილია - ესენია ვერდეხო (Verdejo) და მენსია (Mencia) 

ვერდეხო Rueda-ს მთავარი, წამყვანი ყურძენია. რუედას დასახლება დაახლოებით 16000 ჰექტარს მოიცავს, რომელიც  მადრიდის ჩრდილო-დასავლეთით სულ რაღაც 1 საათის სავალზეა, ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე. მისი დასავლეთით Ribera Del Duero-ა, აღმოსავლეთით კი ტორო (Toro). ამ ორ წითელი ღვინის რეგიონს შორის რუედა თეთრ ღვინოს აწარმოებს, რომლის 85%-იც ვერდეხოსგან იწურება. ვერდეხო ოდესღაც რანციოს სტილის ღვინის დასაწურად გამოიყენებოდა. მას ესპანეთში Doredo-ს ეძახიან, რომლის გემოც, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, Amontillado-ს წააგავს, თუმცა ახლა მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელი თუა დარჩენილი. მშრალი ჟანგვითი მეთოდისას ღვინო უფრო მეტ ჟანგბადთან ერთად ვარგდება და ძალიან სასიამოვნოა მაშინ, თუ მას საკმაოდ მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს (როგორც წესი 17.5%). 

ვერდეხოს ვაზის “სამშობლო” სწორედ რუედაა. ვენახები თიხიან და ქვიშიან ნიადაგზეა გაშენებული. ვერდეხოს მცენარეული სურნელი და ციტრუსის არომატები ღვინოში კი განსაკუთრებით სასიამოვნოა. ღვინოში აღმოაჩენთ დაფნის, კამის, ანისულის ვარსკვლავისა და ნუშის არომატებსაც, რომლებსაც თან დაჰყვება მსხლის, გუავას, ვაშლისა და ლიმონის ნოტები. 

მენსია (Mencia) გალიციასა (Galicia) და ბიერსოში (Bierzo) ხარობს. ღვინო არის ძალიან არომატული, მდიდარი და ხალისიანი, როგორც ავტორი წერს, უხდება ყველაფერს, “ჩიზბურგერსაც” და სტეიკის კერძებსაც. 

ავტორი სტატიის ბოლოს რამდენიმე ღვინოსაც ურჩევს მკითხველს.

Diez Siglos Verdejo 2020, Rueda გამოირჩევა ყვავილებისა და ტროპიკული ხილის სურნელებით. მასში იგრძნობთ ვაშლისა და მსხლის არომატებსაც, დაბოლოებისას კი მცენარეულ ნოტებს ამოიცნობთ. 

Diez Siglos Verdejo 2020, Rueda-ს უფრო ლიმნის/ლაიმისა და ციტრუსის არომატები აქვს. ღვინო ძალიან ხალისიანი და სასიამოვნოა.

DeAlberto Organic Verdejo, Rueda-ში ასევე ლიმნის ნოტებს ამოცნობთ ვაშლის არომატებთან ერთად. 

Flor de Vetus Verdejo, Rueda ეს ღვინო კი ატმისა და ციტრუსის სურნელებით ხასიათდება.სხვა ღვინოებს შეგიძლიათ Irish examiner-ზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.