Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მერლოს საერთაშორისო დღე

მერლო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წითელი ღვინის ჯიშია, რომელიც საფრანგეთში, ბორდოს რეგიონიდან იღებს სათავეს. ბორდოს მემკვიდრეობა მერლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქედან დაიწყო მისი გლობალური პოპულარობა და ფართო გავრცელება. მერლოს ძირითადი მახასიათებელია რბილი, ხილის ნოტები, მდიდარი არომატი და გემო, რაც მას საუცხოოს და ადაპტირებად ჯიშს ხდის სხვადასხვა სტილისა და რეგიონისთვის.

გარდა ბორდოსა, მერლო ძალიან აქტიურად მოჰყავთ კალიფორნიაში, იტალიაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში და ჩილეში. კალიფორნიაში, განსაკუთრებით ნაპას ველში, მერლო პოპულარულია და ხშირად გამოიყენება ნაპის ცნობილ ბლენდებში. იტალიაში კი მერლოს განსაკუთრებული სტილი აქვთ ტოსკანის რეგიონში, სადაც მის უფრო მაღალმჟავიანი სტილი მოსწონთ, ასევე  ადგილობრივ სანჯოვეზესთან ბლენდავენ ხოლმე. მერლოს ჯიშის ყურძენს საშუალოდ 100-დან 130 დღემდე სჭირდება სრულ სიმწიფემდე, რაც დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე და რეგიონზე, სადაც ის იზრდება. მერლოს მოსავლის აღების დრო ჩვეულებრივ იწყება სექტემბრის ბოლოს და გრძელდება ოქტომბრის შუა პერიოდამდე, თუმცა ეს პერიოდი შეიძლება შეიცვალოს კლიმატის და ვენახის მდებარეობის მიხედვით. მერლოს ყურძენი უფრო თბილ კლიმატში ადრე მწიფდება, ხოლო უფრო გრილ ადგილებში – გვიან.

მერლოს ხასიათი და თვისებები დამოკიდებულია ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, სადაც იგი იზრდება. უფრო გრილ რეგიონებში მერლო უფრო მაღალმჟავიანჯ და გრილი ნოტებითაა მდიდარი, მაშინ როცა თბილ რეგიონებში მერლო უფრო კომპლექსური ხასიათისაა, იგრძნობთ სუნელებისა და შოკოლადის ნოტებს.

ამგვარი მრავალფეროვნება მერლოს საშუალებას აძლევს, იყოს როგორც ცალკე, ძალიან გამორჩრული ღვინო, ასევე ნაზავი სხვა ჯიშებთან, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, სანჯიოვეზე და ა.შ.. მერლო აღიარებულია როგორც “მსოფლიოს ღვინო” და ის თავისებურად ავლენს უნიკალურ თვისებებს იმ ნებისმიერ რეგიონში, სადაც მისი წარმოება ხდება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მერლოს დღე აღინიშნება 7 ნოემბერს ღვინის ტურებით, დეგუსტაციებით, სადაც ღვინის ექსპერტები მერლოს ისტორიას, წარმოშობასა და მისი გემოს განსაკუთრებულ მახასიათებლებს განიხილავენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი ღვინის რეგიონები, როგორიცაა საფრანგეთი (ბორდო), იტალია და კალიფორნია, სადაც მერლო ფართოდ არის გავრცელებული.

ამ დღეს, ღვინის მოყვარულები მსოფლიოს მასშტაბით იკრიბებიან ღონისძიებებზე, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ მერლოს სხვადასხვა სტილსა და გემოს.

© ღვინისკლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული