Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მერანოს ღვინის ფესტივალი - შეჯამება

ელენე ცინცაძე

მერანოს ღვინის ფესტივალი იტალიის ფარგლებს გარეთ საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. 11 ივნისს “შატო მუხრანმა” ქართველ და უცხოელ ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებს, ენთუზიასტებსა და მოყვარულებს უმასპინძლა. გამოფენაზე 350-ზე მეტი დასახელების ღვინო იყო, გაიმართა სემინარები დეგუსტაციები და ა.შ. როგორც მეღვინეები გვესაუბრებიან, ფესტივალზე ძალიან ბევრ ექსპერტს, სომელიესა და ღვინით დაინტერესებულ ადამიანს შეხვდნენ. კახა ჭოტიაშვილმა მეორედ მონაწილეობს მერანოს ღვინის ფესტივალზე: “დახურული სივრცეა, განსხვავებული სტილია, წინა წლის ფესტივალი იმდენად მომეწონა და იმდენად საინტერესო იყო თავისი განსაკუთრებული სპეციფიკით, რომ გადავწყვიტე წელსაც მიმეღო მონაწილეობა. უკვე ვხვდებით, რომ ფესტივალს სამომავლოდ ძალიან დადებითი შედეგები მოჰყვება ჩვენთვის. ბევრი საინტერესო სტუმარია საინტერესო კითხვებით, საკმაოდ ბევრი უცხოელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი და მწერალია ჩამოსული. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდება.” - გვესაუბრება კახა ჭოტიაშვილი.

მერანოს ღვინის ფესტივალზე ქართული მარნების გარდა იტალიური და თურქული მეღვინეების იღებდნენ მონაწილეობას. “ეკლიფსედან” თინათინ ლაჩაშვილი აღნიშნავს, რომ ფესტივალს ძალიან კარგი ორგანიზება ჰქონდა: “პირველად ვმონაწილეობთ მერანოს ღვინის ფესტივალზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიცაა. გავიცანით უამრავი ადამიანი, გავსინჯეთ უცხოური ღვინოები, მათ შორის თურქული, რომელთა შესახებაც ბევრი ცოდნა და შეხება არ გვქონია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო.“

მერანოს ფესტივალზე პირველად იყო მარანი “ნანუაც”, რომელიც 5 ღვინით იყო წარმოდგენილი: ციცქა, ცოლიკოური, თეთრი კამური, მამუკას საფერე და ოცხანური საფერე. გია ჩუბინიძე გვიამბობს, რომ სტუმრები განსაკუთრებით თეთრი კამურითა და მამუკას საფერეთი ინტერესდებიან მათი იშვიათობისა და უცხოობის გამო.

ფესტივალზე GIZ-ის მოწვეულმა მეღვინეობებმაც მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი მინაძე “ფერსვი”: “ჩვენთვის მერანოს ფესტივალზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საშუალებაა, უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენი ღვინო არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს. აქ ვხვდებით სხვა საოჯახო მცირე მარნებსა და დიდ კომპანიებს, რომლებთანაც ინფორმაციების გაცვლა, საერთო მიზნისკენ იმ ელემენტების გაერთიანება შეგვიძლია, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ცალსახად მნიშვნელოვანია ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის.” 

მერანოზე ღვინის გარდა საკვები პროდუქტებისა და გასტრონომიული ინგრედიენტების, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების   გამოფენაც იყო. სემინარებზი სასახლის დარბაზში ჩატარდა, მოხსენებები საქართველოს მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიაზე წაიკითხეს აკაკი გელაშვილმა, ელდარ ნადირაძემ, და მერაბ მიქელაძემ. სტივენ ბატიუკმა საქართველოს როლზე ისაუბრა უძველესი ღვინოების ისტორიასა და არქეოლოგიაში. ორგანულ მევენახეობასა და ბუნებრივ დუღილზე კი პატრიკ ჰონეფმა, “შატო მუხრანის” მეღვინემ. “თბილღვინოს” 5 სახეობის ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი ფესტივალზე, ერთ-ერთი ვარდისფერი რქაწითელია, რომელიც საქართველოში უნიკალურ ჯიშად ითვლება, გარდა ამისა, ჰქონდათ განსაკუთრებული მარაგის ღვინოები, როგორც წითელი,  ისევე თეთრი. “ღვარძელაშვილის მარნიდან” კი აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს თეთრი ღვინო უფრო მოსწონს, სტუმრების ძირითად ნაწილს საფერავი უფრო აინტერესებს: “ჩვენ მხოლოდ ბიოლოგიურ სუფთა ღვინოს ვაწარმოებთ, ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს 4 სხვადასხვა ჯიშის ღვინო, ესენია “გუა”, რომელიც 3 სახეობის ჯიშისგანაა დაწურული (რქაწითელი, მწვანე და ბუერა), გვაქვს ასევე ჟღია, უძველესი ჯიში, რომელიც უნიკალურია თავისი გემოებითა და არომატებით, გვაქვს ასევე საფერავი მშრალი და საფერავი ტკბილი. სტუმრებს ძირითადად წითელი ღვინოები მოსწონთ, განსაკუთრებით მშრალი საფერავი”.  “ენკენიდან” კი ლაშა გურული გვიამბობს, რომ განსაკუთრებით თეთრი და ვარდისფერი ღვინოებით უფრო ინტერესდებიან. 

მერანოს ფესტივალზე” სტუმრები ქართული, იტალიური და თურქული სამზარეულოს მასტერკლასებსაც დაესწრნენ. სასახლის ზამთრის ბარსი კი ამფორაში დაყენებული ადგილწარმოშობის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა პიემონტის რეგიონიდან, რომელსაც ჰელმუტ კოხერი უძღვებოდა, თურქული იშვიათი ჯიშების დეგუსტაციას კი სეით კარაკოზოღლუ და დილეკ ბილი. გიორგი სამანიშვილმა ქართული წითელი ღვინოები გააცნო სტუმრებს, ირაკლი მგალობლიშვილმა კი სამხრეთ აფრიკულ რჩეულ ღვინოებზე ისაუბრა. მერანოს ფესტივალი საქართველოში წელს უკვე მეორედ, 11 ივნისს გაიმართა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული