Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა სალხინო - მცირე მარნების ანთოლოგია (117)

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ეს მარანი დაახლოებით 12 წელია რაც არსებობს. გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ ამ წელს გადაწყდა, რომ ხალხსაც გაეცნო თუ როგორ ღვინოს აყენებენ ,,მეღვინეობა სალხინოში“. შედეგად მოხდა ისე, რომ წელს მივიღეთ ,,მთწმინდის ფესტივალში“ მონაწილეობა, ასევე ,,WINEXPO”-ზე გავედით და პარალელურად ,,8000 მოსავალში“ შევიდა ამ  უნიკალური ჯიშიდან , ოჯალეშიდან, დაწურული ღვინო.

ერთ-ერთმა  ამბავმა -  საუკეთესო სომელიეზე, რომელიც სკოლის პერიოდში მოვისმინე შთამაგონამეღვინეობისკენ ამეღო გეზი და მივყოლოდი ამ შთაგონებას.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- გვაქვს ოჯალეშის ჯიშის ყურძენი სალხინოს მიკროზონიდან. ასევე განვიხილავთ დასავლეთის სხვა ჯიშებსაც მომავლისთვის. არ არის რაიმე განსაკუთრებული რიტუალური პროცესი.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- კომპანიაში შეხვდებით მშრალ ,ოჯალეშს  და ნახევრად ტკბილი ,,ოჯალეშის“ ტიპის ღვინოებს. ორივე მათგანი გამოირჩევა ალუბლისა და მაყვლის ტონებით. ნახევრადტკბილს რაც შეეხება აქვს ინტენსიური შეფერილობა და გამორჩეული ჰარმონია.  ასევე მშრალ ღვინოს განსაკუთრებული ბალანსი ახასიათებს. გამორჩეული არის ისიც, რომ საფუარის გარეშე წარიმართა დუღილი ნახსენებ ღვინოებში. ასევე აქვს გოგირდის მინიმალური შემცველობა.

რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ტკბილისა თუ ღვინის დეგუსტაცია, რომელიც პერიოდულად რამოდენიმეჯერ ხდება. მოყოლებული დაწურვიდან დაღვინების ჩათვლით.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ,,8000 მოსავალთან“მოხდა პირველი გადაკვეთა.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მარნის სისუფთავე, წინასწარ დაგეგმა ყოველი ეტაპის და მაქსიმალური კონცენტრირება მცირე დეტალებზეც.

თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ყველაზე მნიშვნელოვანია სახელწიფო მარეგულირებლი, რომელიც არეგულირებს ფინანსურ საჭიროებასა და საკითხებს. ხელი უნდა შეეწყოს ფესტივალებზე ღვინოს გამოტანასა და ღონისძიებებსა თუ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

-არაფერია შეუძლებელი. პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია რისიც არ უნდა შეგვეშინდეს. ,,ცდა ბედის მონახევრეა“.

მარნის მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. N40

ტელეფონი: 597-95-34-39

ელფოსტა:Dadam2021@agruni.edu.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი: meghvineoba salkhino

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული