Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიელი მეღვინეები უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას განაგრძობენ

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ისევ გრძელდება. სხვა უამრავი სახის დანაკარგისა და ზიანის გარდა, უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამხედრო დახმარებასთან ერთად, ქვეყანა ჰუმანიტარულ თანადგომას ისევ საჭიროებს. ლტოლვილთა კრიზისის შემსუბუქებას იტალიელი მეღვინეებიც ცდილობენ. ამის შესახებ გამოცემა ფორბსი წერს და უშუალოდ მათ მოსაზრებებს გვთავაზობს.

იტალიელი ღვინის ექსპორტიორები, რომლებსაც უკრაინაში დიდი ხანია საკუთარი პროდუქტი გააქვთ, ჰუმანიტარული კრიზისის დროს განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ. მათ Good Wine და Wine Bureau-თან კიევში ძალიან ახლო კავშირი აქვთ. იტალიელი მეღვინეები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია Wine Bureau-ს ჩართულობა, რადგან იციან რამდენს აკეთებდა ის უკრაინაში ღვინის კულტურის განსავითარებლად - კიევში 2012 წელს თავიანთ მაღაზიაში ღვინის სკოლა გახსნეს, ხოლო 2016 წლიდან ღვინის ყოველწლიურ ფესტივალს დაუდეს სათავე. იტალიელი მეღვინეების პერსპექტივა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარებასთან დაკავშირებით, სტატიაშიც ნაჩვენებია.

როგორ ჩაერთეთ უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაში?

ტოსკანაში Brancaia-ს აღმასრულებელი დირექტორის ბარბარა ვიდმერი ჰყვება, რომ  Good Wine-თან დიდ ხნიანი პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ვერონაში დაიწყო და ორმხრივი ვიზიტებით გამყარდა. ლტოლვილების დახმარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მარტივად მიიღო, ქალებისა და ბავშვებისთვის საცხოვრებლის მიცემა თავიდანვე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.

ანალოგიურად, ზენის მეღვინეების ოჯახი, რომელიც 2008 წლიდან მუშაობს უკრაინის ბაზარზე, ჩართულია საქველმოქმედო აქციებში. ბოლო 14 წლის განმავლობაში უკრაინელ იმპორტიორებთან თბილი ურთიერთობა დაამყარეს. როდესაც Wine Bureau-ს თანამშრომლებმა ცოლისა და შვილებისთვის თავშესაფარი სთხოვეს, ცხადია, უპირობოდ დაეხმარნენ მათ. უკრაინელი პარტნიორის ოჯახი მანამდეც სტუმრობდა იტალიაში მათ მეღვინეობას, ახლა კი ისინი თავიანთ სახლთან ახლოს დაასახლეს, რათა ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა მარტივად შეძლებოდათ.

ელიზაბეტა ტოსმა, რომელიც ღვინის ჟურნალისტისა და მედიის კონსულტანტია, ვენეტოში ჩასული ორი უკრაინული ოჯახი შეიფარა, რომლებიც ომის დაწყებამდე ოდესის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ლტოლვილების მასპინძლობა, ბარბარა ვიდმერი ამბობს, რომ პირველ რიგში, ეს მისი ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა იქნებოდა. ამასთანავე, პირადი მეგობრობა და პარტნიორობა GoodWines-თან ბევრს ნიშნავს. ის და თავისი ოჯახის წევრები უკრაინელი ლტოლვილებსთვის ყველანაირი პირობის შექმნას ცდილობენ, თავის მხრივ, მათაც ენის ბარიერი არ აქვთ, რაც კომუნიკაციას ამარტივებს. ამასთანავე, უკრაინელებისთვის ინტერნეტთან წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - ისინი მუშაობასა და სწავლას დისტანციურად განაგრძობენ, რაშიც იტალიელი მეღვინეების მიერ შექმნილი გარემო ძალიან ეხმარებათ. ის ბავშვები კი, ვისაც ენის პრობლემა არ აქვთ, ადგილობრივ სასწავლებლებში მიჰყავთ.

როგორი იქნება ამ ოჯახების მომავალი იტალიაში, ამაზე ცხადი წარმოდგენა არც მათ და არც იტალიელ მეღვინეებს არ აქვთ. თუმცა, უკრაინელები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდებიან.

„ერთი რამ ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახები კარგ პირობებში ცხოვრობენ და მათ გარშემო მზრუნველი ადამიანები არიან, მთავარი სურვილი მაინც სამშობლოში დაბრუნებაა. იციან, რომ კიევში დაბრუნება ახლო მომავალში რთული იქნება. თავს კარგად გრძნობენ, თუმცა აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი ომია და მთავარი მაინც უკრაინაში დაბრუნებაა.“ - ამბობს იტალიელი მეღვინე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.