Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

imbibe magazine-ის სტატია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ღვინოების წარმატებაზე აშშ-ში

imbibe magazine - აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი ჟურნალია. გამოცემის ბოლო (ნოემბერი-დეკემბერი) ნომერში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ღვინოების საკითხს ვრცელი და აქტუალური პუბლიკაცია დაეთმო - „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ღვინოები ამერიკელთა ყურადღებას იპყრობს“. 

სტატიაში წარმოდგენილია ისტორიული ექსკურსი - თუ როგორ დაიწყეს, დაახლოებით, 20 წლის წინ, ძველი სამყაროს ენთუზიასტმა სომელიეებმა და იმპორტიორებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ღვინოების მოძიება და როგორ აისახა ამერიკის შეერთებული შტატების პოპულარული რესტორნების ღვინის სიებში ღვინოები აღნიშნული რეგიონებიდან.

ავტორი  პროცესებს გეოპოლიტიკის ჭრილშიც განიხილავს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მეღვინეობების განვითარება მე-20 საუკუნეში ისეთი მოვლენების პარალელურად მიმდინარეობდა, როგორიცაა საბჭოთა კავშირისა და მის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმების რღვევის შემდგომი არასტაბილური გარემო, საბჭოთა გამოცდილების ინერცია, როდესაც კანონმდებლობა, ცალსახად, დიდი ინდუსტრიის წახალისებაზე იყო ორიენტირებული, მცირე და ხელით დამზადებული ღვინის წარმოებისთვის კი ამგვარ გარემოში ადგილი არ რჩებოდა. 

რეჟიმების რღვევის შემდგომი  პოლიტიკური და ეკონომიკური შოკის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში თავდაპირველად თავს იჩენდა ძველი სამყაროს ღვინოების - შარდონეს, სოვინიონ ბლანისა და სხვების ახალ სტილზე მოდელირების მცდელობები. დროთა განმავლობაში, აღნიშნული რეგიონების მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა გაიაზრა საკუთარი როლი კონტექსტში და რეგიონის უპირატესობანი - ერთი მხრივ, ძველი მეთოდების თანაარსებობა თანამედროვე მეღვინეობის გვერდით, მეორე მხრივ - ჯიშური და სტილისტური პოტენციალი - ჭაჭაზე დავარგებული ქარვისფერებიდან - დახვეწილ პინო ნუარამდე და მსხვრევადი, მდიდარი არომატების მქონე თეთრებამდე. შესაბამისად, მათ დაიწყეს იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გამოიკვეთოს ღვინოში არომატები ბუნებრივად, როგორ შეფუთონ პროდუქტი და სხვ.  -  აღნიშნავს კომპანია Blue Danub-ის დამფუძნებელი, ფრანკ დიტრიხი. 

საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი პოზიცია უკავია, რამდენადაც თუკი აღმოსავლეთ ევროპა თავს იწონებს იმით, რომ მეღვინეობის ისტორია სწორედ აქ იწყება, რომ სწორედ აქ ვხვდებით ღვინის წარმოების უძველეს მეთოდოლოგიას, ჯიშურ და სტილურ მრავალფეროვნებას, ამ საკითხში საქართველოს ერთ-ერთი, გადამწყვეტი ფუნქცია ეკისრება. 

„არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ღვინის წარმოება საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ძვ. წ-ის 6 000 წელით დაათარიღა, მაგრამ რადგან საქართველოში კომუნიზმის დაცემის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობა შედარებით ნელი ტემპებით ყალიბდებოდა, თანამედროვე ღვინის კულტურა, თავდაპირველად, ჩამორჩა სხვა ქვეყნებს. თუმცა, დღესდღეობით ეს პროცესი, როგორც იქნა, თავის კალაპოტს უბრუნდება. ბუნებრივი ღვინის მოყვარულებმა არჩევანი არ დატოვეს თავიანთი დამოკიდებულებით - მინიმალური ჩარევა ტრადიციულ ქვევრში, რომელიც დალუქულია და მიწაშია დარგული ტემპერატურული სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანი მწარმოებლები არიან ამერიკელი მხატვარი, ჯონ ვურდემანი, რომელმაც „ხოხბის ცრემლების“ ბრენდით 2007 წელს დაიწყო ღვინის წარმოება და ორგო, რომელსაც უძღვება მეოთხე თაობის ქართველი მეღვინე.“ - წერს სტატიის ავტორი. იგი აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ქვევრის ღვინოს წარმოების სხვა შემთხვევებსაც არ ივიწყებს, მაგალითად, სტანისლაო რადიკონისა და იოსკო გრავნერს ფრიულის რეგიონში (იტალია) და მოვიას მეღვინეობას - დასავლეთ სლოვენიასა და ფრიულიში.  

პროფესიულ საზოგადოებაში ხშირად აზრთა პოლარიზებას იწვევს ჭაჭაზე დავარგებული ღვინოების საკითხი. ერთნი მიიჩნევენ, რომ ამგვარ ღვინოებს ოქსიდაცია ჯიშურ არომატებს უკარგავს, მეორენი კი თვლიან, რომ ოქსიდაციის პროცესი ამ ღვინოების სტილურ თავისებურებას ქმნის. ამ პროცესის მართვა კი მეღვინის გამოცდილებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. 

ფრანკ დიტრიხის აზრით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების მომხმარებლები ორ ნაწილად იყოფა - ერთი მხრივ, ემიგრანტები, რომლებსაც ამ რეგიონების მიმართ პერსონალური დამოკიდებულება აქვთ. მეორე მხრივ - სომელიეები და ცნობისმოყვარე მოყვარულები, რომლებიც დაუცხრომლად ეძიებენ ახალ გემოებსა და არომატებს. 

პუბლიკაციის ავტორი მოიშველიებს სხვადასხვა სომელიეებისა და პროფესიონალების დამოკიდებულებებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებთან დაკავშირებით. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ აქაურ ღვინოებს ამერიკის ბაზარზე პოპულარობის მოპოვების დიდი შესაძლებლობები აქვს. ხორვატიული და ქართული ღვინის ბრენდები უფრო და უფრო მახლობელი ხდება აშშ-ს პოპულარული რესტორნებისთვის.  

დასასრულ, რუბრიკაში „8 ღვინო, რომელიც უნდა სცადო“ - პუბლიკაციის ავტორი საუკეთესოებს შორის ორ ღვინოს საქართველოდან ასახელებს. პირველი ორგოს ქვევრის რქაწითელია (2012), რომელსაც ჯეფ ბერლინი მოიხსენიებს, როგორც „რაფინირებულსა“ და „ელეგანტურს“, თხილეულისა და წიწაკის ნოტებით. მისი თქმით, ღვინომ დიდი პოპულარობა მოიპოვა ოუქლენდის რესტორანში - Á Côté.  მეორე ღვინო კი ხოხბის ცრემლების ქვევრის საფერავია (2013), რომელიც ამერიკელი მხატვრის, ჯონ ვურდემანის მიერ ქვევრშია დაყენებული, ნატურალური საფუვრის გამოყენებით. ჯონ ვურდემანი საქართველოში საგანგებოდ დასახლდა ღვინის საწარმოებლად. 

ORGO RKATSITELI KAKHETI, GEORGIA, 2012 - Fermented in clay qvevri on the stems, seeds and skin for six months, this tannic white shows notes of nuts and spice. “Orgo makes a refined, elegant version that’s been very successful for us,” says Jeff Berlin of Á Côté.

PHEASANT’S TEARS SAPERAVI, KAKHETI, GEORGIA, 2013 - Made by American painter John Wurdeman, who moved to Georgia
in 2007 to produce wine, this earthy red is fermented in clay qvevri using natural yeast.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული