Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ილია ჭავჭავაძის მარანისა და ვენახების ახალი სიცოცხლე

ფოტოს წყარო: ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდი facebook-ზე

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, საზეიმოდ გაიხსნა ილია ჭავჭავაძის მარანი. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემირი - ირაკლი ღარიბაშვილი, ექს-პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია და სხვა ოფიციალურმა პირები. 

ისტორიულად მარანი ილია ჭავჭავაძის სიმამრის, თადეოზ გურამიშვილის საკუთრება იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ აქ ღვინოს თვით ილია აყენებდა. მარნის განახლება ღვინის მწარმოებელი კომპანიის, კახური ტრადიციული მეღვინეობის ინიციატივა იყო, რომელმაც 250 000 ლარის ინვესტიციით უზრუნველყო მარნის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, საცავისა და სადეგუსტაციო დარბაზების ორგანიზება. მარანი ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ტურისტულ სერვისებსაც შესთავაზებს. 

მარანში იწარმოება კახური ტრადიციული და ევროპული სტილის ღვინოები, როგორც ქვევრებში, ასევე მუხის კასრებსა და უჟანგავი ფოლადის ავზებში. კომპანიას გადაეცა გურამიშვილებისა და ილია ჭავჭავაძის სავენახე მიწის ნაკვეთები, სადაც ქართული ვაზის იშვიათი  ჯიშების ვენახი გაშენდა. ვენახები წყალმომარაგების მაღალი ხარისხის სისტემით აღიჭურვა. კახური ტრადიციული მეღვინეობა აცხადებს, რომ ამ ვენახების მთავარი დატვირთვა იქნება ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენა და განვითარება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ამ სტატიას არასწორი სათაური აქვს. ამას ქვია არა ილია ჭავჭავაძის მარანი, როგორც თქვენ დაარქვით, არამედ თადეოზ გურამიშვილის მარანი. ირაკლი ღარიბაშვილის ლინკი რომ დადეთ იქ მართებულად უწერია ბატონ ირაკლის და აქ გადმოწერაში რა მოხდა რომ შეცვალეთ? ისტორიულ წყაროებში ამ ზეგლს ქვია თადეოზ გურამიშვილის მარანი და აქაც ასევე უნდა ეწეროს.


რას ნიშნავს "ისტორიულ წყაროებში ამ ზეგლს ქვია თადეოზ გურამიშვილის მარანი"? 70-იან წლებში, თადეოზ გურამიშვილის გარდაცვალების შემდეგ ეს მარანი ილია ჭავჭავაძემ გადაიბარა, სადაც ის აწარმოებდა ღვინოს და აქ დაყენებულ ღვინოებს ყიდდა. ანუ, დაახლოებით, 40 წლის მანძილზე ეს მარანი ილიას საკუთრება იყო. გადახედეთ მის პირად წერილებს, ჩემი თუ არ გჯერათ ;)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული