Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიწვევთ “ღვინის კლუბის” დეგუსტაციებზე

“ღვინის კლუბი” თავის მორიგ სეზონს იწყებს და გვინდა ერთიმნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთღვინის მოყვარულებს.

სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ ვიწყებთ დეგუსტაციების ციკლს, რომელიც ჯერ-ჯერობით 2 კვირაში ერთხელ გაიმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს დეგუსტაციები ყოველკვირეულიც გახდება.

სანამ პირველი საჯარო დეგუსტაციის დღეს დავნიშნავდით, გვინდოდა დაინტერესებული პირებისთვის წინასწარ გვეცნობებინა ამ სიახლის შესახებ და ერთგვარად ნიადაგი მოგვესინჯა და გაგვეგო, რამდენად არიან მზად ქართული ღვინის მოყვარულები ამგვარი დეგუსტაციებისთვის. რამდენი იქნება მსურველი და ა.შ.

დეგუსტაციაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველას, ვინც დაინტერესებულია ქართული და უცხოური ღვინის ბაზრით და სურს მეტი იცოდეს ამ არაჩვეულებრივი სასმელის შესახებ.

სავარაუდოდ, დეგუსტაცია გაიმართება პარასკეობით, საღამოს 18:00–ზე, ქალაქის ცენტრში, სოლოლაკში, მაჩაბლის # 16–ში მდებარე ძალიან მყუდრო ღვინის კაფეში – „ღვინის კლუბი Schalla“.

დეგუსტაციის ღირებულება იქნება დაახ. 30–50 ლარი (ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ღვინის დეგუსტაციაა დანიშნული), სადაც თქვენ შეგეძლებათ 10 სხვადასხვა დასახელების ღვინის გასინჯვა.

კლუბი გეგმავს თითოეული დეგუსტაცია თემატური იყოს: მაგ. ერთ დღეს გავსინჯავთ მხოლოდ წინანდლებს, შემდეგ შეხვედრაზე კახურ, ქვევრში დაყენებულ ღვინოებს, შემდეგ საფერავებს, ქისს, ხვანჭკარას, ბორდოს წითელ ღვინოებს, ბურგუნდიულ თეთრებს, გერმანულ რისლინგებს და ა.შ. ამით თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ ერთ საღამოში სრული წარმოდგენა შეიქმნათ კონკრეტული დასახელების თუ ჯიშის ღვინოზე, გასინჯოთ 10 სხვადასხვა ნიმუში, შეადაროთ ერთმანეთს ისინი და ამოარჩიოთ თქვენი ფავორიტი. 

შესაძლებელია დეგუსტაციების დაგეგმვა მომხმარებლების თხოვნის შესაბამისადაც, წინასწარი გამოკითხვებით.

მსურველებს შეეძლებათ რამდენიმე დღით ადრე შეიძინონ დეგუსტაციაზე დასასწრები ბილეთები. დეგუსტაციას ჩაატარებს პროფესიონალი, რომელიც მოკლე შესავალ ლექციას წაიკითხავს იმ კონკრეტული ღვინის შესახებ, გაგიწევთ მეგზურობას და ღვინის გასინჯვასთან ერთად დამსწრეებს ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მიაწვდის.

ჯგუფის შეკრების შემთხვევაში (ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს 15, 30 ან 45 ადამიანისგან) შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ თქვენთვის სასურველი ღვინის დეგუსტაცია.

ველით თქვენს გამოხმაურებებს!

პატივისცემით, ღვინის კლუბი.



ძალიან სასიხარულოა და როგორც მგონია პერსპექტიული ასეთი სახის ღონისძიებები. სად შეიძლება ბილეთების შეძენა?


ორშაბათს გამოცხადდება ყველაფერი დეტალურად. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.



mogesalmebit kvelas. dzalian kargi da sasargeblo ideaa. didi siamovnebit mivigeb monacileobas degustaciebshi.


vaime ra kargi ideaaa, dzalian gamixarda :)


დიდი სიამოვნებით მივესალმები ამ წამოწყებას

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.