Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესპანურმა რესტორანმა მიშლენის ვარსკვლავზე უარი განაცხადა

ესპანეთის სოფელ ფონტანარს დელ ალფორნისში მდებარე რესტორან Casa Julio-ს ხუთი წლის წინ მიშლენის ვარსკვლავი მიანიჭეს. ცხადია, ვარსკვლავი რესტორნის შეფმზარეულის მიერ მომზადებულმა ტრადიციულმა კერძებმა დაიმსახურა. მაგრამ ამ ღირსშესანიშნავი ამბის შემდეგ რესტორნის დაღმასვლა დაიწყო. ნელ-ნელა ხალხმაც იკლო და, შესაბამისად, შემოსავალიც შემცირდა. თუმცა ეს გასაკვირიც არ არის, რადგან მიშლენის წითელი მეგზური რესტორნებს ავალდებულებს, ულუფები შეამცირონ, ფასები კი გაზარდონ. იმედგაცრუებულმა რესტორატორმა ხულიო ბიოსკამ გზამკვლევის წარმომადგენლობას თხოვნით მიმართა, მისი რესტორანი სიიდან ამოეღოთ. მაგრამ მათ თხოვნა არ შეისმინეს და, პირიქით, 2014 წელს ის ხელმეორედ შეიტანეს თავიანთ გზამკვლევში. ხულიო იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ მიემართა წარმომადგენლობისათვის. ამჯერად, მან მიიღო დაპირება, რომ 2015 წლისათვის მისი რესტორანი საუკეთესოთა შორის აღარ დასახელდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რესტორანი საკუთარი ნებით ამბობს უარს იმ პატივზე, რასაც მიშლენის ვარსკვლავი და “წითელი მეგზური” ჰქვია.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.