Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექიმების ნატურალური ღვინო მარანი "კასრელიდან" - wine review

სოფელ ვაჩნაძიანში, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მარანი "კასრელის" ვენახები 8 ჰექტარზეა გაშენებული, 5 მეღვინეს კი მხოლოდ ორგანული მეთოდებით მოჰყავთ მოსავალი.

მეღვინეობა სრულიად ნატურალურია, საფუარების, ფილტრაციისა და სტაბილიზატორების გარეშე. მიშა დოლიძე, ხელმძღვანელი, ვაზის ჯიშისა და თითოეული მოსავლის მახასიათებლების მიხედვით წყვეტს, რამდენი ხნით უნდა გააჩეროს ღვინო ჭაჭაზე. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მეღვინეებს სამედიცინო განათლებაც აქვთ, განსაკუთრებით ზრუნავენ ღვინის საწარმოს სისუფთავესა და ჰიგიენაზე.

სტატიას wine Review-ზე ვკითხულობთ, სადაც ყოველკვირეულად მსოფლიოს სხვადასხვა მარნებისა და საწარმოების ღვინოებს აფასებენ. ამჯერად "კასრელის" ღვინოებზე დეტალურად საუბრობს ავტორი და აღნიშნავს, რომ წლიურად წარმოებული 10 ათასი ბოთლიდან თითქმის ყველა აშშ-ს ბაზარზეა ექსპორტირებული.  

პირველი ღვინოა ამიდასტური, 2021 - "ეს ქარვისფერი თაფლისა და ატმის ჩირის ნოტებით ხასიათდება. იგრძნობთ კარგ მჟავიანობასა და მდიდარ არომატებს, რომლებიც მცენარეული სურნელითაცაა გამორჩეული. ღვინოს ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. შეიცავს 70% რქაწითელს, 27% კახურ მწვანესა და 3% მუსკატურ რქაეითელს. დავარგებულია ქვევრში 7 თვის განმავლობაში".

ქისი, 2020 - "ქარვისფერი, ცოტა შებურული შეფერილობა აქვს. იგრძნობთ გარგრის, თაფლისა და ჩაის სურნელსაც. აქვს კრემისებრი სტრუქტურა და ძალიან მკვეთრი არომატები. ხასიათდება გრძელი დაბოლოებითაც. 4 თვეა დავარგვებული ჭაჭაზე".

მწვანე-ქისი - აქვს ყვავილოვანი არომატები და ყვითელი ხილის ნოტები. გემოზე იგრძნობთ მწიფე ვაშლის, ატმის, კაკლისა და ნესვის არომატებს. ღვინო არის ქისისა და მწვანეს ბლენდი.

ჩიტისთვალა, 2021. ჩიტისვალას დამახასიათებელი მსუბუქი კარაქის ნოტები აქვს, ფორთოხლის ცედრისა და ლიმონის არომატებიც ახასიათებს. ეს ღვინო მსუბუქი, კრემისებური ელფერით ძალიან მიმზიდველია. გამოირჩევა სანელებლების ნოტებითაც, სიხალისითა და მკვრივი ტანინებით. ჩიტისთვალას (60%), ქისის (20%) და რქაწითელის (20%) ბლენდია. დაძველებულია 8 თვის განმავლობაში. სრულად გაეცანით ვებგვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.