Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი ღვინო საზიანოა კბილებისთვის

გერმანელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ თეთრი ღვინო წითელზე მეტად ვნებს კბილებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი თეთრი ღვინის შედარებით მაღალი მჟავიანობით აიხსნება. ექსპერიმენტისთვის გუტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ზრდასრულ ადამიანთა მოცვლილი კბილები გამოიყენეს. მათ კბილები ერთი დღით თეთრ ღვინოში ჩადეს. აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში კბილის მინანქარი 60 მიკრომეტრის სიღრმეზე დაზიანდა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად კბილებს შუშხუნა ღვინო აზიანებს, ყველაზე ნაკლებად კი – ბურგუნდიასა და რიოხაში ჩამოსხმული წითელი ღვინო.

მეცნიერები გვირჩევენ, კბილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად ღვინოს ყოველთვის მივაყოლოთ ყველი, რომელიც კალციუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ანეიტრალებს Mღვინოში შემავალი მჟავების მოქმედებას. მარწყვისა და სხვა ხილის ღვინოსთან ერთად მირთმევა კი პირიქით, მჟავების მოქმედების გააქტიურებას უწყობს ხელს. ასე რომ, ზომიერად მიირთვით ღვინო და, რაც მთავარია, სწორად შეუხამეთ იგი საკვებს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.