Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდ ბრიტანეთში გასულ წელთან შედარებით 60%–ით მეტი ქართული ღვინო გაიყიდა

2 დღის წინ ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატიები ცნობილი გამოცემებში The Drinks Business და harpers.co.uk. მართალია რაოდენობა დიდი ბრიტანეთისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი არაა (168,307 ბოთლი 2019 წელს, 2018 წლის 105,608 ბოთლთან შედარებით), სამაგიეროდ ძალზე მნიშვნელოვანია წინსვლა, რომელიც 62%–ით გამოიხატა. ბოლო 15 წლის მანძილზე ასეთი წინსვლა მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს დაფიქსირდა. მაშინ 56 464 ბოთლი შევიდა ბრიტანულ ბაზარზე, რამაც 100%–ზე მეტი ზრდა აჩვენა 2010 წელთან შედარებით (25 334). მთლიანობაში ბრიტანული ბაზარი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქართული ღვინისთვის და მონაცემები ყოველწლიურად ძალზე ცვალებადია ხოლმე.

2005 – 93,523          

2006 – 78,354          

2007 – 54,280          

2008 – 34,460          

2009 – 20,918          

2010 – 25,334          

2011 – 56,464          

2012 – 38,818          

2013 – 62,668          

2014 – 82,318          

2015 – 76,049          

2016 – 97,226

ცხადია ასეთ წინსვლაში დიდი წვლილი ტრადიციული, ქვევრის ქართული ღვინის მწარმოებლებს მიუძღვით, განსაკუთრებით კი ე.წ. ნატურალური მიმდინარეობის წარმომადგენლებს, რომელთა ღვინოებმაც ბევრი სხვა სტილის ღვინოსაც გაუხსნა გზა დიდ ბრიტანეთში.

2020–ში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი ინგლისში, რომელიც ქართული ღვინის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის. ერთ–ერთი ასეთია სარა ებოტის (Sarah Abbot MW) პრეს–დეგუსტაცია ლონდონში 25 მარტს, სადაც 100–ზე მეტი ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი და ასევე ქართული ღვინის მასტერკლასი. London Wine Fair 2020–ზე მაისში 14 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, დეგუსტაციები გაიმართება ედინბურგსა და ბრისტოლში, ასევე National Geographic Traveller Show–ზე, ივლისში.

სტატიებში რამდენიმე წამყვანი დისტრიბუტორიცაა ნახსენები – Boutinot’s, Hallgarten Novum, Berkman, Amathus.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული