გამოქვეყნებულია: 8 იანვარი, 2011 - 00:14
ბევრი უკვე კარგად იცნობს თელიანი ველის 2007 წლის მშრალ Rosé-ს. ახლა დროა 2008 წლის ნახევარმშრალი Rosé-ც გაიცნოთ, ღია ძოწისფერი, შესანიშნავი გარეგნობის ღვინო, რომელიც დასხმისთანავე კარგად განგაწყობთ. ნამდვილი სადღესასწაულო, ახალგაზრდული ღვინოა, რომელიც მწიფე ხილისა და მსუბუქი ტყავის მდიდრული სურნელებით ხასიათდება. კარგი მისაყოლებელი იქნება თევზიან, სოკოიან ან ტარხუნიან ღვეზელებთან, ხილთან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი