Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბიოდინამიურობა სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი მეღვინეობის მომავალია" - ინტერვიუ დავით გერმანოზაშვილთან

წინა საფესტივალოდ დათო გერმანოზაშვილს, მეღვინეს ვესაუბრეთ, რომელიც 21 ოქტომბერს "კალოუბნის ღვინის" სტენდთან დაგხვდებათ. ინტერვიუში განსაკუთრებულ ყურადღებას ბიო დინამიურ მიმართულებაზე ამახვილებს, თავის დაბრკოლებებზეც საუბრობს და საუკეთესო მოგონებებზეც. აქ ფესტივალამდე მის ღვინოებსაც გაეცნობით და იმ გზებს, თუ როგორ უვლიან "კალოუბნის ღვინიდან" ვაზსა და ვენახებს. 

- მოკლედ გვიამბეთ თქვენი მარნისა შესახებ, როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა? როგორ მოხვდით ღვინის სამყაროში?

- წარმოშობით ქართლელი ვარ და ბავშვობიდან მაინტერესებდა ღვინო. ამ სამყაროში კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი, როცა ბიო და ბიოდინამიური მიმდინარეობის შესახებ გავიგე მევენახეობასა და მეღვინეობაში.

- თქვენი წარსადგენი ღვინოები გაგვაცანით, მათი არომატები და გემური პროფილი, თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

- ვაწარმოებთ ჩინურს, გორულ მწვანეს, თავკვერსა და საფერავს, ასევე ძალიან ცოტა რაოდენობის ქისს. 2023 წელს გავაშენე 100 ძირი შავკაპიტო. ყველა ღვინო საკუთარ ვენახში დაკრეფილი ყურძნისგან მზადდება, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდებით ვუვლი. რჩეული ღვინო გორული მწვანეა, რომელიც ცოტა ჩინურთანანაცაა შერეული. ყველა ღვინოს გამორჩეული გემო აქვს და არომატი, თუმცა საფერავი მაინც უპირველესია მიუხედავად იმისა, რომ ვაზი ქართლშია გაშენებული.

- თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მცირე მარნებს უფრო დიდი, ბაზარზე დამკვიდრებული ღვინის საწარმოებისგან გამოარჩევს?

- მოსავლის სიმცირის გარდა, ვაზის ხარისხიანი მოვლით განსხვავდება მცირე მარნები დიდი საწარმოებისგან. ასევე ღვინის დაყენებისას ნაკლები ჩარევა სწორედ მცირე მარნებში უფრო ხდება, ვიდრე დიდ მეღვინეობებში.

- რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენ, როგორც მცირე მეწარმესა და მეღვინეს ღვინის ბაზარზე?

- დაბრკოლებები როგორც ასეთი არა, მაგრამ ძალიან ნაკლებ ყურადღებას აქცევს მომხმარებელი ბიო და ბიოდინამიურ მიმართულებას, ეს დიდი პრობლემაა. მათთვის მთავარია, ღვინოს კარგი გემო ჰქონდეს მაშინაც კი, თუ ქიმიისგანაა დამზადებული.

- რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- ამჟამად გვაქვს 30 ძირი ქისი გაშენებული. მომავალში ვაპირებ კიდევ გავაშენო ცოტა რაოდენობით. 

- მეღვინეობა დიდ შრომას და ენერგიას მოთხოვს, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშრებული დასამახსოვრებელი ისტორია ან მოგონება? 

- ყველა დღე უნიკალურია, ჯერ ვაზთან, შემდეგ კი ღვინიოსთან მიმართებით. საინტერესო და აღსანიშნავი კი ის იყო, როცა პირველად დავაყენე ქისი და საფერავი. მომხმარებლებმა კი გასინჯვის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალეს, ძალიან მოეწონათ ქართლში მოყვანილი და დაყენებული ჩემი ღვინოები. ეს, ალბათ, ძალიან დასამახსოვრებელი იყო. 

- რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელით “მცირე მარნების ფესტივალზე”, რით არის თქვენთვის ფესტივალი გამორჩეული?

- ალბათ, ისევ და ისევ, ცნობადობის ამაღლებაა. ბიუდინამიური მიმართულება ხალხში არ არის  პოპულარული. არადა ეს გუშინდელი კი არა ხვალინდელი სოფლის მეურნეობის სახეა, განსაკუთრებით მევენახეობასა და მეღვინეობაში.

- როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ? 

- განსაკუთრებულს მეღვინეობაში არა. ნაკლებად ვერევი დუღილის პროცესში და ვცდილობ ღვინო არ გავფილტრო, რადგანაც კალოუბნის ღვინოს ცუდი არაფერი აქვს მოსაშორებელი, ხოლო გაფილტვრას, მოგეხსენებათ, ღვინის დადებითი შემადგენლობას მისდევს. აი მევენახეობაში კი აღმოჩენა იყო ბიოდინამიური მიმართულება და პრეპარატები. მომხმარებელს კი არა ,ზოგიერთ მეღვინეს დღემდე არ სჯერა ბიოდინამიური  პრეპარატების უნიკალურობისა და ეფექტიანი შედეგის. მაგრამ მე ბიოდინამიკის მომავალში დარწმუნებული ვარ.

- როგორც მეღვინე, რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა იწყებს ღვინის დაყენებას?

- მხოლოდ ორ რამეს, თავი რაც შეიძლება მალე დაანებობ ვენახში ქიმიის შეტანასა და მიწის განადგურებას. უმჯობესია, ბიო და ბიოდინამიურ მიმართულებას მიჰყონ ხელი. მეორე კიდევ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩაერივნონ დუღილის პროცესში, ამისათვის კი ვაზის მოვლა აღნიშნული მეთოდებით უნდა მოხდეს და ღვინო არასდროს არ უღალატებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული