Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სააღდგომო ნამცხვარი ლიმონის ჯემით

საჭირო მასალა: 250 გ ფქვილი + 150 გ საფანელად, 1 სავსე ს.კ. გამაფხვიერებელი, 125 გ კარაქი, 1 ცალი კვერცხი, 80 გ შაქარი, 500 გ ლიმონის ჯემი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი, 1 ცალი ლიმონი, 150 გ შაქრის პუდრი.

მომზადება: გამაფხვიერებელი ფქვილში ავურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი კარაქი, კვერცხი, ვანილის შაქარი, მოვზილოთ ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით მაცივარში მოვათავსოთ. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე 2-3 მმ სისქეზე გავაბრტყელოთ და 5-7 სმ დიამეტრის წრეები ამოვჭრათ. უნდა მივიღოთ დაახლოებით 50 ცალი წრე. ცომის ნაჭრები მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ნამცხვრები გავაგრილოთ. ლიმონის ჯემი ოდნავ შევათბოთ. ლიმონი გავჭრათ, ნახევარი გავწუროთ, დავუმატოთ შაქრის პუდრი და მოვამზადოთ მინანქარი. ნამცხვრები შუაზე გავყოთ. ერთ ნაწილს ძირზე წავუსვათ ლიმონის ჯემი და მეორე ნაწილი დავაფაროთ. მოვრთოთ ლიმონის მინანქრითა და ლიმონის ცედრით.  ზემოდან შეგვიძლია ასევე მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული