Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიოღვინის საერთაშორისო ფესტივალი ავსტრიაში

გიორგი ბარისაშვილი

ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტთან ახლოს, ვერნბერგში 11 – 12 აგვისტოს გაიმართა, საკმაოდ საინეტრესო აღმოჩნდა საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის მხარისათვის. ფესტივალი მიეძღვნა ბიოღვინოს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო სემინარი და შეხვედრა გაიმართა. ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა და დისკუსია ქარვისფერი ღვინის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ქარვისფერი ღვინო უფრო და უფრო დიდი ინტერესის საგანი ხდება. ქარვისფერი ღვინის შესახებ სემინარის დროს მომხსენებელმა ეგონ ბერგერმა არაერთხელ აღნიშნა ქართული ღვინის შესახებ და ისაუბრა ქვევრისა და ქვევრში დაყენებული ღვინის ტრადიციის შესახებ საქართველოში. თუმცა, საზოგადოებისათვის მოხსენება ქვევრისა და ღვინის ქართულად დაყენების შესახებ წინ იყო, რისი საშუალებაც მომეცა 11 აგვისტოს, ფესტივალის გახსნის დღეს. შეხვედრის დროს აქტიური დისკუსია გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელი ღვინის მოყვარულები უკვე საკმაო ინფორმაციას ფლობს ქვევრისა და ქართული ტრადიციული ღვინის შეასხებ, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებულ ღვინოსთან მათ პრაქტიკული შეხება ფაქტობრივად არა აქვთ და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები მხოლოდ ახლა იდგმება. საშუალება მომეცა დამსწრეთათვის დასაგემოვნებლად შემეთვაზებინა შემდეგი ღვინოები: რქაწითელი ქვევრის ტრადიციული -იოსებ აბდუშელიშვილის მარანი; თავკვერი ქვევრის ვარდისფერი - ვანო ქოქოსაძე, კომპანია „ვავინო“; კომპანია „არტევანი“, საფერავი ქვევრის - პაატა სარდალაშვილის მარანი. სამივე ღვინომ საზოგადოების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქმე გვქონდა საკმაოდ გამოცდილ საზოგადოებასთან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, სლოვენიიდან, იტალიიდან.

გამოფენაზე წარდგენილი ქართული ღვინოები

ამ საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ბატონი კრისტიან ვალიტი, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ბატონი კრისტიანი კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას და დიდად აფასებს ჩვენს კულტურას. ხოლო ფესტივალის ორგანიზატორთან კონტაქტის დამყარებაში ასევე მადლობას მოვახსენებ ღვინის ტურიზმის ექსპერტ-კონსულტანტს ქალბატონ მაკა ფონ თარაშვილს. აღნიშნული ღონისძიება პირველად ჩატარდა და შემდგომში მას ყოველწლიური ხასიათი ექნება. ასევე საშუალება მქონდა, დამსწრეთათვის გამეცნო ბ.მ.ა. „ელკანას“ საინტერესო გამოცემა „ღვინის დაყენება ქვევრში“. აღნიშნული ნაშრომი საზოგადოებისთვის მით უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რომ გახლავთ სამენოვანი გამოცემა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვეს ქართული ღვინის შეძენის სურვილიც. ამ შემთხვევაში კი მცირე მემარნეებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროება. თუმცა კი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ამ მხრივ უკვე არაერთი ნაბიჯია გადადგმული.

ფესტივალის ფარგლებში წინასწარ ჩატარდა შიდა, დახურული დეგუსტაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა ფესტივალში მონაწილე საუკეთესო ღვინოები. ხოლო მათი დაჯილდოება კი გაიმართა პირველი დღის ბოლოს, რასაც მოჰყვა საზეიმო ბანკეტი. დიდად სასურველი იქნება, თუ ქართული მხარე გამოძებნის რესურსებს და მომავალ ღონისძიებაზე უფრო ფართოდ წარდგება და საკონკურსო დეგუსტაციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსში გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება

დასკვის სახით ვიტყვით, რომ ხსენებულ ღონისძიებაზე ქართული მხარე თუმცა მცირედით, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად წარსდგა, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ქართული ტრადიციული ღვინისა და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.