Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 – მომავალი და განვითარება

ალექსანდრე მახარაძე

ღვინის ფესტივალის უცვლელი მონაწილე-ვეტერანი-გულშემატკივარი

"ახალი ღვინის ფესტივალი" არის საუკეთესო  საშუალება და გარემო გაეცნო მეღვინეობას  როგორც დარგს, მეღვინეებსა და მწარმოებლებს უშუალო ატმოსფეროში და პირველწყაროდან დააგემოვნო საუკეთესო სასმელი, ნახო უამრავი ახლობელი და მეგობარი, იმხიარულო, გაიცნო ღვინოსთან ერთად ახალი ადამიანები, იკამათო და გაცვალო აზრები, დაისვენო და  უფასოდ დათვრე (ეს ხუმრობით).  წინა ფესტივალებიდან  თითქმის ყველა იყო კარგად ორგანიზირებული

და თავისებურად დასამახსოვრებელი (გარდა იმისა, სანპიროზე რომ იყო დედა ენის ბაღში). ეთნოგრაფიული მუზეუმი თავის კოლორს ძენდა ფესტივალს, თუმცა მთაწმინდის პარკიც არაა ცუდი, მოკლედ საუკეთესო მოგონებები მაქვს, თან აურაცხელი... როგორც წესი, უკვე მაისში ველი ახალ ფესტივალს და მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები (ორგანიზატორები გვანებივრებენ ) რა იქნება ახალი ფესტივალზე, ახალი  ჯიშები (უკვე ვიცი პროგრამიდან ვის უნდა მივაკითხო  და რომელი ღვინო დავაგემოვნო), ახალი ნაცნობები და ძველი მეგობრები და ის განწყობა და სული, რომელიც ყოველთვის გვიზიდავს ფესტივალზე.

ნატა ბახტაძე

ღვინის ეროვნული სააგენტო

ახალი ღვინის ფესტივალი ჩემთვის ეს არის აღმოჩენების  და განვითარების  დღე მეღვინეობის სფეროში. დღე, რომელსაც ყოველ წელს ყველა მოუთმენლად ელოდება, დიდი და პატარა. ეს ღონისძიება განსაკუთრებულია თავისი ზღაპრულად შერჩეული ლოკაციებით და ერთადერთია, სადაც შეგვიძლია დავაგემოვნოთ ყველა კუთხის ღვინო და გავეცნოთ ქართული ღვინის კულტურას. წინა ფესტივალიდან მახსოვს თუ როგორ გამაკვირვა ახალი მარნების სიმრავლემ და ღვინოებმა, რომლის ხარისხმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ საქართველოში მეღვინეობას ყოველთვის დიდი მომავალი ექნება. წელსაც მოუთმენლად ველი ფესტივალთან შეხვედრას, რადგან ყველაზე მეტად ამ დღეს ვხედავ თუ  როგორ ვითარდება დარგი და იძენს უფრო და უფრო მეტი ხალხის სიყვარულს. ასე იქცა ჩემთვის ახალი ღვინის ფესტივალი,  გაზაფხულის  ყოველწლიურ ზეიმად.

ირაკლი როსტომაშვილი

როსტომაანთ მარანი

ახალი ღვინის ფესტვალი არის დიდი სახარულის დღე, სადაც თავს მოიყრის საქართველოს საუკეთესო ღვინოები და შევძლებთ მათ დაგემოვნებას. შთაბეჭდილებები არის დაუვიწყარი, სიხარულთან და ლამაზ ადამიანებთან ურთიერთობები და ლამაზი მოგონებები. შევხდები ძველ მეგობრებს, ნაცნობებს, ახალ კონტაქტებს დავამყარებ და კიდევ ერთი ლამაზი დღე დაემატება. დავაგემოვნებ საუკეთესო ღვინოებს და უფრო სიხარულით აივსება გული. გავასინჯებ ჩემს ღვინოებს და გავითვალისწინებ მათ აზრს მომავლისთვის.

Наталья Сорокина

винный эксперт, преподаватель школы сомелье Wine People, соавтор книги «Грузинское вино: ренессанс»

Для меня фестиваль – уникальная возможность посмотреть, каким был предыдущий год для грузинского вина, причем сразу во всех регионах, объехать которые, как бы я ни старалась, просто невозможно. Возможность увидеть тенденции развития, положительные стороны и «болезни роста». А где еще пообщаться с таким огромным количеством виноделов одновременно? Встретить старых друзей или, наконец-то, «развиртуализироваться» с новыми знакомыми. И, конечно же, это всегда Праздник! Который год от года становится все лучше. Каждый раз – винные открытия, фантастические люди и море положительных эмоций. С нетерпением жду 13 мая. В этом году надеюсь уделить больше внимания совсем маленьким производителям, крестьянским хозяйствам, а заявленный список участников очень радует.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული