Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრიელი მეღვინეები კლიმატურ ცვლილებებს უძველესი მეთოდებით ებრძვიან

2002 წლის აგვისტოში ავსტრიამ საშინელი წყალდიდობა გადაიტანა. ამდენი დღის გადაუღებელი წვიმის შემდეგ, დუნაიმ ნაპირებიდან გადმოხეთქა და ქვეყნის დიდი ნაწილი წყლით დაიფარა, ათასობით სახლი დაზიანდა ან განადგურდა. როცა წყალი დაბლა დაეშვა, მეღვინემ, რაინერ კრისტი, თავისი ვენახების მდგომარეობას ასე აღწერს: "მთელს მიწაზე ობისა და ლპობის კვალი იყო. თუმცა, როდესაც ჩემი ოჯახის უძველეს ვენახში მივედი, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ერთმანეთში იყო დარგული ტრადიციული სტილით, ვენახს არაფერი სჭირდა. ბაბუა ხშირად ახსენებდა ვენახის შერევის უძველეს მეთოდს, მაგრამ ამას ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. ვფიქრობდი, რომ მომავალი ერთჯიშიანი ვენახებისა და მაღალი ტექნოლოგიებისკენ იყო მიმართული. თუმცა, ამ შემთხვევამ დამაფიქრა, მათ იცოდნენ, რას აკეთებდნენ," იხსენებს კრისტი. "მათი მეთოდები ბუნებასთან ჰარმონიაში იყო და ზედმეტი ქიმიური საშუალებების გარეშე აღწევდნენ წარმატებას."

ვენის ვენახები, რომლებიც დაახლოებით 85 წლისაა, დღესაც შესანიშნავ ღვინოს აწარმოებს, კრისტი ერთ-ერთია იმ მეღვინეებთაგან, რომლებმაც თითქმის დავიწყებულ ღვინოს კვლავ მიანიჭეს პოპულარობა. მრავალფეროვანი ჯიშების ერთმანეთში დარგვის ტრადიცია, რომელიც კოლუმელამ და პლინიუს უფროსმა ჯერ კიდევ რომის პერიოდში აღწერეს, განიხილებოდა, როგორც ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმის სტრატეგია. თითოეული ვაზის ჯიში სხვადასხვა კლიმატურ პირობებზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, ამიტომაც, რთველში ყოველთვის იქნება გადარჩენილი ყურძენი, რაც არ უნდა მოხდეს ბუნებაში.

დღესდღეობით, უმეტესობა ვენახებისა დარგულია ერთი ჯიშის ყურძნით. თუმცა, Gemischter Satz-ის წარმოების მეთოდი გვიბრუნებს იმ დროში, როდესაც მეღვინეობა უფრო მრავალფეროვანი იყო. ვენის მიდამოები დიდი ინდუსტრიული წარმოებისთვის შეუფერებელია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვენის მეღვინეების უმეტესობამ ერთჯიშიან ვენახებზე გადასვლა დაიწყო, უძველესი ტრადიცია არ გაქრა და Gemischter Satz დარჩა იმ უბრალო ღვინოდ, რომლებიც ადგილობრივი მეღვინეების მიერ იქმნებოდა.

2006 წელს კრისტმა და რამდენიმე სხვა წამყვანმა მეღვინემ შექმნეს ჯგუფი სახელწოდებით WienWein, რომელიც მიზნად ისახავდა ამ მეთოდის აღორძინებას. პირველი დიდი წარმატება 2013 წელს მოიპოვეს, როდესაც Gemischter Satz ავსტრიაში დაცულ წარმოშობის ადგილად გამოცხადდა. ამ ღვინოს მინიჭებული აქვს ევროკავშირის დაცული წარმოშობის ადგილი 2024 წლის აპრილიდან.

Gemischter Satz-ის წარმოება არა მხოლოდ ტრადიციას ეხმიანება, არამედ წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას ბიზნესის კლიმატური ცვლილებების მიმართ გამძლეობისთვის. მრავალფეროვანი ვენახი უკეთ არის მორგებული სხვადასხვა გარემო პირობებს, რაც მას უფრო გამძლეს ხდის და მეღვინეებს საშუალებას აძლევს ადვილად შეცვალონ ღვინის საბოლოო გემო მცირე კორექტირებით. 

მიუხედავად მათი ადაპტაციის უნარისა, ვენახების შერევის მეთოდი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასობრივად გავრცელდეს. თუმცა, მისი უნიკალური თვისებები, როგორიცაა ალკოჰოლისა და შაქრის ბალანსი მიუხედავად ტემპერატურის ზრდისა, წარმოადგენს დიდ უპირატესობას და ყურადღების ღირსია ყველა მეღვინესათვის, ვისაც თავისი ბიზნესის მომავალზე ზრუნვა სურს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული