Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავთანდილ სულაძე, მარანი ბუნებური - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (43)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

2015 წელს მეღვინეობით დავინტერესდით, შევიძინეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში სამოსახლო ვენახით და დამხმარე შენობით, რომელშიც მარანი გავმართეთ. ღვინის წარმოება კი 2016 წლიდან დავიწყეთ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გვაქვს რქაწითელის და საფერავის ვენახები, დაახლოებით 2 ჰექტარი. სამომავლოდ, ვგეგმავთ მეურნეობის გაფართოებას და შეიძლება დავამატოთ სხვა კახური ჯიშებიც.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ საფერავის და რქაწითელის ღვინოებს. საღვინედ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის გადარჩეულ ყურძენს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე. რქაწითელის დაყენებას წელს უკვე ქვევრებშიც ვგეგმავთ.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ღვინო გასაყიდად შარშან შევიტანეთ მაღაზიებში. პირველად „8000 მოსავალში“, შემდეგ, სხვა მაღაზიებში, ასევე allwine.ge-ს ქსელში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

შარშან პირველი პარტია გავიტანეთ  გერმანიაში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ვენახების სათანადო მოვლაა. საჭიროა საღვინე მასალის ხარისხის გაუმჯობესება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ზოგადად, ქართული ღვინის მაღალ საფასო სეგმენტში აყვანა. უნდა ვეცადოთ დიდი რაოდენობით იაფფასიანი ღვინის წარმოების ნაცვლად ხარისხზე გავაკეთოთ აქცენტი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდით, პირველ რიგში, ერთიანობაში გაიაზრონ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი და ვენახიდან დაიწყონ ღვინის შექმნა. ეცადონ მთელი ციკლი, ვენახის მოვლიდან დაწყებული, დაღვინებისა და დავარგების ჩათვლით, ბოლომდე შეისწავლონ და თავად აკონტროლონ. ასევე, მუდმივად  იმუშაონ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაზე, მონაწილეობა მიიღონ ფესტივალებში, დეგუსტაციებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში.

მარანი „ბუნებური“

მარნის მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბადიაური

ტელეფონი: +995 598 804 216

ელფოსტა: info@buneburi.com

ვებ-გვერდი: www.buneburi.com

ფეისბუქი: facebook.com/buneburi

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.