Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ უცხოელ მომხმარებელს თავიდანვე კომპლექსური ღვინო გავაცნოთ" - ინტერვიუ ბრაზილიელ ღვინის მცოდნეებთან

ანდრე და კარლა, ბრაზილიელები, რომლებიც ღვინისა და ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით უკვე წლებია რაც მოგზაურობენ, საქართველოში ჩამოვიდნენ და ახლა ჩვენს ქვეყანას უკვე სამშობლოს უწოდებენ. 101 ქვეყნის მონახულების შემდეგ ისინი აქ გასულ წელს დასახლდნენ. ამჟამად ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას სამხრეთ ამერიკაში უწევენ  და ადგილობრივ მეღვინეებს ბრაზილიაში ექსპორტის საკითხებში ეხმარებიან. სექტემბერში ისინი ქართული ღვინის უდიდეს ღონისძიებას უმასპინძლებენ სამხრეთ ამერიკაში. ინტერვიუს forbes Georgia გვაცნობს.

თქვენ 101 ქვეყანას ეწვიეთ, რამ გიბიძგათ, მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დასახლებულიყავით და სამხრეთ ამერიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე გეზრუნათ?

- ჩვენ კულინარიული ხელოვნება შევისწავლეთ. კარლამ Le Cordon Bleu დაამთავრა ორლანდოში, ფლორიდაში. 15 წლის წინ კი Disney World-ის სამზარეულოში მუშაობისას გავიცანით ერთმანეთი. ვმუშაობდით სხვადასხვა ადგილას, როგორიცაა ალასკა, საკრუიზო გემი ჰავაიში, მოხალისედ ვიმუშავეთ ღვინის საწარმოებში იტალიაში, გერმანიაში, თურქეთსა და პორტუგალიაში, რათა უშუალოდ შეგვესწავლა ღვინო. ღვინის ფართო განათლებითა და მთელი მსოფლიოს მეღვინეობებში ვიზიტით ისეთი ქვეყანა აღმოვაჩინეთ, რომელიც ცნობილია ღვინის უნიკალური ტექნოლოგიით, 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზის ჯიშითა და მსოფლიოში უძველესი ღვინის წარმოებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვესწავლა საქართველო, ადგილობრივი მეღვინეებისგან და საქართველოს მოსახლეობისგან კიდევ უფრო ღრმად გაგვეგო ქართული ღვინის კულტურა.

- რა მიგაჩნიათ ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებად, რაც მას საერთაშორისო ბაზარზე გამოარჩევს?

- ქართული ღვინო ცნობილია მეღვინეობის უძველესი ტრადიციებით, ქვევრითა და ღვინის კულტურით. ეს ტრადიციული მეთოდი ქართულ ღვინოს გამორჩეულ გემოსა და ხასიათს ანიჭებს, რაც განასხვავებს მას სხვა რეგიონებში წარმოებული ღვინოებისგან. გარდა ამისა, ქართული ღვინო მზადდება უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან, რომლებიც არ გვხვდება ბრაზილიაში, რაც მათ მიმზიდველობას მატებს საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოს მრავალფეროვანი ტერუარი, თავისი განსხვავებული მიკროკლიმატითა და ნიადაგის ტიპებით, ასევე ხელს უწყობს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ხარისხს, რაც მას ღვინის მოყვარულისთვის ნამდვილად გამორჩეულს ხდის. როგორც მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის მქონე მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას, ღვინის აკვნად აღიარებულ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ის საერთაშორისო ბაზარზე გამოირჩეოდეს.

- რამდენად იცნობენ სამხრეთ ამერიკელები, განსაკუთრებით ბრაზილიელები ქართულ ღვინოს და, როგორც წესი, როგორი წარმოდგენები აქვთ მასზე?

- სანამ ბრაზილიაში ქართული ღვინოების პოპულარიზაციას განახორციელებდნენ, ძალიან ცოტა ღვინის მოყვარულმა იცოდა საქართველო და მისი მდებარეობა. ქართული ღვინის თავდაპირველი აღქმა მკაცრი და ცივი იყო, საფერავი „ქართულ ბაროლოს“ იყო შედარებული. ასევე უარყოფითი რეპუტაცია იყო რუსულ ბაზარზე გაყიდული ტკბილი ღვინოების მიმართ. თუმცა, ჩვენი ძალისხმევით, ბევრ ადამიანს გავაცანით ქართული ღვინის სხვადასხვა სტილი და რეგიონი, ვაჩვენეთ მათ მეღვინეობის ტრადიციების პოსტსაბჭოთა ოჯახებში, რამაც დიდი ინტერესი მოიწვია ბრაზილიელებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთისთვის საქართველო ამერიკულ სახელმწიფოსთან ასოცირდება, ჩვენ წარმატებით ვცვლით ამ წარმოდგენას, რათა საქართველოს ღირსეული ადგილი მივუჩუნოთ ღვინის სამყაროში.

- არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციები ბრაზილიელ ღვინის მომხმარებლებში, როდესაც საქმე ეხება ქართული ღვინის სტილს, ვაზის ჯიშებს ან წარმოების მეთოდებს?

- დიდი მოთხოვნაა ქვევრის ღვინოებზე, მზარდია ორგანული და ნატურალური ღვინის ბაზარი. თუმცა, სამხრეთ ამერიკის გემო ბოლომდე არ არის მიჩვეული ქვევრის ღვინოების თამამ არომატს, ყურძნის კანთან ხანგრძლივ კონტაქტს, განსაკუთრებით თეთრ ღვინოებში. არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომ მომხმარებელს თავდაპირველად ისეთი კომპლექსური ღვინოები გავაცნოთ, როგორიც არის, მაგალითად, ძლიერი საფერავი, რომელიც ქვევრში გადის ხანგრძლივ დავარგების პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში,არ იქნება ისეთი ინტერესი. ეს, თითქოს, სწავლის პროცესია და  მომხმარებლები ამ "ახალი" 8000 წლის მეღვინეობის გამოცდილების შესახებ ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ.

ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო ბალანსის პოვნა ტრადიციული ქართული წარმოების მეთოდებსა და სამხრეთ ამერიკის გემოვნების უპირატესობებს შორის. ახლა ჩვენ 500-ზე მეტი ღვინო გვაქვს კატალოგში და თავისუფლად შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ სამხრეთ ამერიკის ბაზრის საჭიროება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღვინო, რომელიც საქართველოში ადვილად დასალევად ითვლება, შესაძლოა მსოფლიოს სხვა ნაწილებში ძლიერად და რთულად აღიქმებოდეს.

- თქვენ უკვე გყავთ 5 ქართული მარანი, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ ბრაზილიაში. როგორ გააკეთეთ არჩევანი და რა კრიტერიუმები გაითვალისწინეთ ამ არჩევანის გაკეთებისას? პატარა მარნებია თუ დიდი მეღვინეობები?

- ჩვენ ამჟამად ვთანამშრომლობთ მსხვილ ქართულ ღვინის მწარმოებლებთან, როგორებიცაა ასკანელი, შილდა, ვაზისუბანი და დუგლაძე და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ GWS-თან სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობისთვის. თუმცა, არსებობს მოსაზრებები „თავად ღვინის მიღმა“, რაც გავლენას ახდენს ჩვენს შერჩევის პროცესზე. მაღალი სატრანსპორტო ხარჯები და გადასახადები საჭიროებს დელიკატურ ბალანსს ხარისხსა და გადახდის პირობებს შორის. ბევრი ქართული ღვინის საწარმო მოითხოვს ხარჯების 100%-იან წინასწარ დაფარვა, რამაც შეიძლება პრობლემა ან დაბრკოლება შეუქმნას საერთაშორისო გაყიდვებს. ბრაზილიის ბაზარზე მოქნილი გადახდის პირობების მნიშვნელობის გაგება გადამწყვეტია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „ინდუსტრიული“ ღვინოების ფასი დაახლოებით $4,5 აშშ დოლარია, ხოლო ნატურალური ღვინოებისთვის ის მერყეობს $6-დან $8$-მდე. ამ დიაპაზონების ზემოთ ფასებზე მოლაპარაკება შეიძლება რთული იყოს. მსხვილ კომპანიებთან ჩვენი თანამშრომლობის მიუხედავად, არსებობს შესაძლებლობა მცირე მწარმოებლებისთვისაც, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ ბრაზილიის ბაზრის მიმართ.

სამხრეთ ამერიკის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით გლობალურ ღვინის ინდუსტრიაში, სადაც არგენტინა, ჩილე და ბრაზილია მთავარ მოთამაშეებს წარმოადგენენ, საინტერესოა იმ მახასიათებლების გაგება, რომლებიც განსაზღვრავს სამხრეთ ამერიკის ღვინოს და როგორ განსხვავდება ისინი ქართული ღვინისგან.

- არგენტინისა და ჩლეს ტრადიციული ღვინის მწარმოებელ რეგიონებში თბილი, მშრალი კლიმატია, რის შედეგადაც მიიღება უფრო “მწიფე“ არომატის ღვინოები ნაკლები მჟავიანობითა და მრგვალი ტანინებით. ამ ღვინოები ხშირად აყენებენ ისეთი ყურძნის ჯიშებისგან, როგორიცაა Malbec, Carmenere, Torrontes, Tannat, Cabernet Sauvignon, Merlot, Chardonnay და Sovignon Blanc. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი კლიმატი და ნიადაგის ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გარკვეული მსგავსება, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი უნიკალური მახასიათებლები.

ბრაზილიაში მუსკატის ყურძენი პოპულარულია. შესანიშნავი ცქრიალა ღვინოების დაყენება შეიძლება მისგან და შარდონეს, პინო ნუარის და რისლინგ იტალიკოს გვერდით დგას. ბრაზილია ამაყობს ახალ სამყაროში წარმოშობის პირველი ცქრიალა ღვინის დასახელებით, რომელიც ცნობილია როგორც "Altos de Pinto Bandeira DO". სამხრეთ ამერიკის ღვინოებზე გავლენას ახდენს იტალიელი, ესპანელი და გერმანელი ემიგრანტები, ასევე მეღვინეობის ევროპული ტექნიკა. ამის საპირისპიროდ, საქართველო ინარჩუნებს მკაფიო იდენტობას და იცავს თავის ტრადიციებს შიდა ბაზარზე. ქართულ ღვინოებს ხშირად აქვთ ტანინებისა და მჟავიანობის უფრო მაღალი დონე სამხრეთ ამერიკულ ღვინოებთან შედარებით, რაც ხელს უწყობს მათ ასაკობრივ ფასეულობას და უნარს კარგად შეუხამდეს საკვების ფართო სპექტრს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკის ღვინოები განთქმულია თამამი გემოთი და საერთაშორისო მიმზიდველობით, ქართული ღვინოები გვთავაზობენ მეღვინეობის უნიკალურ და უძველეს ტრადიციას, რაც მას ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში ნამდვილად გამოარჩევს. პარალელურად, საქართველო ადაპტირდება მეღვინეობის ევროპულ მეთოდებთან, რათა გლობალურ ბაზარზე უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს, ამცირებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას პოტენციური სანქციების გამო. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოსთვის გადამწყვეტია ექსპორტის დივერსიფიკაცია.

- საქართველოდან ბრაზილიაში ღვინის ექსპორტის ამჟამინდელი მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით, რა პოტენციურ გზებს ხედავთ ამ ორ ქვეყანას შორის ღვინის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაზრდისთვის?

- ბრაზილიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღვინის რეგულარული მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 17 მილიონი ადამიანით. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ღვინის მოხმარება შემცირდა 6.5%-ით, ბრაზილიაში მნიშვნელოვანი ზრდა 28%-ით იყო, ხოლო მომხმარებლები ავლენენ ძლიერ ინტერესს ღვინის ახალი სტილისა და სახეობის მოსინჯვისადმი.

საქართველო ხდება ტენდენციური ადგილი ღვინის მოყვარულთათვის, რომლებიც ეძებენ ახალ და უნიკალურ გამოცდილებას, ცდილობენ შეისწავლონ ისტორია, გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა და გააფართოონ სპექტრი ტრადიციული ღვინოების მიღმა,მაგალითად, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი. ამის გათვალისწინებით, საქართველოსა და ბრაზილიას შორის მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობის გაზრდა შეიძლება რამდენიმე პოტენციურ გზას მოიცავდეს: ერთ-ერთი მიდგომა შეიძლება იყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ფოკუსირება ბრაზილიის ბაზარზე მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების, ღვინის დეგუსტაციებისა და ღვინის ბაზრობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ბრაზილიელ მომხმარებელთა ხილვადობას.

თანამშრომლობის კიდევ ერთი გზა შეიძლება იყოს პარტნიორობის დამყარება ქართულ და ბრაზილიურ მარნებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს შორის. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ქართული ღვინის დისტრიბუციას ბრაზილიაში და მათ ბაზარზე ყოფნის წარმატებას. ერთობლივი ძალისხმევა, როგორიცაა ერთობლივი საწარმოები ან ღვინის საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე შეიძლება დაეხმაროს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას ღვინის ინდუსტრიაში.

- თუ განიხილავთ საქართველოს, როგორც სამხრეთ ამერიკული ღვინის პოტენციურ იმპორტიორს?

- საქართველოსა და ბრაზილიას შორის თბილი სტუმართმოყვარეობის მიუხედავად, ბრაზილიის ღვინის ბაზარზე წვდომა შეიძლება რთული იყოს. ქართველებს მეღვინეობის ღრმა ტრადიცია აქვთ ფესვგადგმული მათ კულტურაში, ეს თითქოს მათ დნმ-შია, თითქმის ყველა ოჯახს აქვს მარანი. ეს კულტურული ასპექტი ართულებს საქართველოში ახალი ღვინის პროდუქტების დანერგვას. თუმცა, არსებობს ექსკლუზიური ბრაზილიური ღვინის ბრენდები, რომლებიც ეძებენ ქართველ იმპორტიორებს, რაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გამოიკვლიონ ბაზარი ბრაზილიური ღვინოების იმპორტით და ქვეყნებს შორის ამ ინტეგრაციის კუთხით.

- როგორც სამხრეთ ამერიკაში ქართული ღვინის უმსხვილესი ფესტივალის მასპინძლებს, შეგიძლიათ გააზიაროთ ღონისძიების თარიღი და მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა მოელოდნენ დამსწრეები მისგან? როგორ უწყობს ხელს ფესტივალი და სემინარები ცნობიერების ამაღლებას?

- Wine South America არის მთავარი ღონისძიება, რომელიც ტარდება Serra Gaúcha-ში, ბრაზილიის უმსხვილეს ღვინის მწარმოებელ რეგიონში, 2024 წლის 3-5 სექტემბერს. ღონისძიება აერთიანებს ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებს, რათა დაუკავშირდნენ ინდუსტრიის პროფესიონალებს, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს. „ქართული ღვინოების“ სტენდს ეყოლება კომერციული გუნდი, რომელიც ღვინის საწარმოს წარმომადგენლებს  ქსელში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ეს მოგზაურობა სტუმარს შესთავაზებს დაუვიწყარ გამოცდილებას სამხრეთ ამერიკის ბაზრის გასაგებად.

დელეგაციის მიღებას აფინანსებს ცნობილი მარკეტინგული სააგენტო ConceitocomBrasil და მოიცავს ჩვენი სპონსორებისთვის განსახლების, ტრანსპორტირებისა და ფესტივალის ბილეთებს. ჯგუფს ქალაქის მერი და საქართველოს ელჩი ბრაზილიაში დახვდებიან. გარდა ამისა, ბრაზილიის სომელიეთა ასოციაცია დაგეგმავს სემინარებს ხუთ ქალაქში, სადაც წარმოდგენილი იქნება ლექციები შერჩეული ღვინის საწარმოთათვის და ქართული კულტურის შესახებ პორტუგალიურ ენაზე Locoporvino-ს მიერ სომელიეებისთვის. ეს ინტეგრაცია უნიკალური ფაქტორია ცნობადობის გაზრდისთვის.

- მროგორია თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ თუ არა აქ თქვენი საქმიანობის გაგრძელებას და თუ ასეა, როგორ წარმოგიდგენიათ ბრაზილიელი მომხმარებლების შემდგომი განათლება ქართული ღვინის შესახებ?

- ჩვენ ჩვენი ადგილი საქართველოში ვიპოვეთ და ვგეგმავთ აქ გავაგრძელოთ ცხოვრება, დავამყაროთ ურთიერთობა ღვინის საწარმოებთან და საქართველოს ეროვნულ სააგენტოსთან. ბრაზილიის ელჩის მხარდაჭერა თბილისში და საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ჩვენი წარმატებისთვის გადამწყვეტი იყო. Wine7 Trade, მთავარი იმპორტიორი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ღვინის ბრაზილიაში შემოტანის საქმეში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბრაზილიის სომელიეთა ასოციაციასთან, რათა გავაცნოთ ქართული ღვინოები მათ ტრენინგ კურსებში და ვუჭერთ მხარს საქართველოს ჩართვას ღვინის საგანმანათლებლო პროგრამებში გლობალურად.

გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა დავიწყოთ უცხოური ინსპექტირების სისტემების ეკვივალენტობის შეფასებისა და აღიარების პროცედურები, რათა გავხსნათ ბრაზილიის ბაზარი საქართნ ველოდაცხოველური წარმოშობის პროდუქტების, კერძოდ, ხიზილალის იმპორტისთვის. ყველას გეპატიჟებით თვალი ადევნოთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოში და თვალი ადევნოთ ფესტივალის დეტალებს ჩვენს სოციალურ ქსელში Instagram @Locoporvino.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული