Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამფორას ღვინის ფესტივალი პორტუგალიაში

ლენტეჟოში, პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის რეგიონში “ამფორის ღვინის დღე” 16 ნოემბერს გაიმართება, the drinks business კი იმ ყველაფერზე გვიამბობს, რაც ამ ღონისძიების შესახებ უნდა ვიცოდეთ. ROCIM-ის მიერ 2018 წელს დაწყებული ამფორის ღვინის დღე ალენტეჟოს მფარველი წმინდანის, წმინდა მარტინის დღეს ემთხვევა და 60-ზე მეტ საერთაშორისო მეღვინეს და ღვინის მოყვარულს გააერთიანებს. მონაწილეები ისაუბრებენ თიხის ჭურჭელზე, გასინჯავენ ღვინოს პორტუგალიიდან, სომხეთიდან, და ასევე ქვევრის ღვინის სამშობლოდან ქართულ ქარვისფერ და წითელ ღვინოებსაც დააჭაშნიკებენ. „შესანიშნავია, რომ ჩვენსავით პატარა მწარმოებელს აქვს შანსი ისეთი ღონისძიება ჩაატაროს, რომელზეც 1600-ზე მეტი ადამიანი მოდის - მხოლოდ იმ ღვინის გასასინჯად, რომელიც თიხის ჭურჭელში ვარგდება!“ - აღნიშნავს ROCIM-ის მეღვინე ვანი გიბარა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ნახოს, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ამფორის ღვინოები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს უფრო მეტი რამ გავაგებინოთ ჩვენი ისტორიის და საქმიანობის შესახებ“

ალენტეჟოს ყოველწლიური ამფორის ღვინის დღე გლობალურ, თიხის ჭურჭლის ღვინის მოძრაობის ცენტრალურ მოვლენად გადაიქცევა ხოლმე,“ ამბობს პოლ ჯ. უაიტი, ტალიას ღვინის ცნობილი სპეციალისტი და წიგნის „Talha Tales“ ავტორი: „ეს შეხვედრა 6,000 წლის ღვინის წარმოების ტრადიციას აერთიანებს, „თანამედროვე მეღვინეები ძველი ტექნოლოგიებით სრულიად ახალ ღვინის სტილს ქმნიან.“

ალენტეჟოს უძველესი ტალიას მეთოდი ძალიან საინტერესოა. თითოეული ჭურჭელი ადგილობრივი თიხით მზადდება და 2,000 ლიტრამდე ღვინოს იტევს. მეღვინეები მას შიგნიდან ისეთი ფენით ფარავენ, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ფიჭვის კუპრსა და ზეითუნის ზეთს, რაც ჟანგბადის შეღწევას არეგულირებს ტალიაში: „თიხის ჭურჭელი როგორც დუღილის, ასევე დაძველების პროცესისთვის გამოიყენება. ჟანგბადის შეღწევის ტემპი ღვინოს უფრო სუფთა გემოსა და არომატს აძლევს,“ განმარტავს უაიტი.

დუღილის დროს ტალიას ქვედა ნაწილში წარმოიქმნება „მაი“ - ჭაჭის, კანის, კლერტისა და საფუარის მასა. „დუღილი სპონტანურად ხდება თიხის ჭურჭელში და ის ფაქტი, რომ ყოველი ჭურჭელი ხელით არის დამზადებული, მათ უნიკალურობას განაპირობებს,“ ამბობს რუბენ ჰონრადო, მეღვინე ვილა დე ფრადეშიდან, რომელსაც ტალიას ღვინის დედაქალაქად იცნობენ. „ეს ყველაფერი მაგიას ჰგავს: არასდროს იცი, რა მოხდება. გემოს საბოლოო შედეგი უცნაურად აერთიანებს ნიადაგს, ყურძენს და თიხის ჭურჭელს, ეს სამი ფაქტორი თითქოს ერთად მუშაობს განსაკუთრებული პროდუქტის მისაღებად.“

მემკვიდრეობა აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. “ტალიას ღვინის წარმოება ჩემს გენებშია,“ აღნიშნავს ჰონრადო, მეორე თაობის მეღვინე. „ეს ჩემი და ჩემი ოჯახის ნაწილია. ვილა დე ფრადეში პატარა სოფელია, მაგრამ მას ღვინის ამ კულტურის სიმდიდრე აქვს.

2010 წელს ტალიას ღვინო DOC (Denominacão de Origen Controlado) გახდა. სუბრეგიონებში შედის პორტალეგრე, ბორბა, რედონდო, ევორა, რეგუენგოსი, ვიდიგეირა, გრანჟა/ამარელეჟა და მოურა. მეღვინეები მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივ ვაზის ჯიშს იყენებენ. DOC-ის რეგულაციით, მიმდინარე წლის „მაი“ (mae) უნდა დარჩეს წმინდა მარტინის დღემდე. ეს არის ტერმინი, რომელიც ალტენეჟოს მერვინეობის ტრადიციაში ხშირად გამოიყენება და გულისხმობს დურდოს, ჭაჭას, რომელიც ტალიაში დუღილის პროცესში წარმოიქმნება. წმ. მარტინის დღესასწაულზე მეღვინე პატარა ღვინოს ჭაჭიდან ხსნის. სოფლის მოსახლეები ერთად იკრიბებიან და ამას ტრადიციული კერძებით აღნიშნავენ. 

ამფორის ღვინის დღე არა მხოლოდ თიხის ჭურჭლის ღვინოებს, არამედ ტალიას ღვინის კულტურულ ისტორიასა და მომავალს უსვამს ხაზს. „მე ამ ხელნაკეთი ღვინის წარმოებაში გავიზარდე,“ ამბობს ჰონრადო. „მჯერა, რომ მომავალ თაობებსაც ექნებათ ამის შესაძლებლობა, რადგან ეს ტრადიცია ჩვენ იდენტობას გვაძლევს. მრავალ ღვინის რეგიონსა და კონცეფციებს შორის ეს ისტორია ღვინის წარმოშობასთან გვაბრუნებს და ამიტომ არ უნდა დავიწყდეს.” ღონისძიების შესახებ The drinks business-ზე წაიკითხავთ.

© ღვინისკლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.