ადამიანმა თავისი არსებობის მანძილზე უკვე ძალიან ბევრნაირი ნედლეული მოსინჯა, რომ მისგან სპირტიანი სასმელი მიეღო. როგორც ირკვევა, ძიება კვლავ გრძელდება: ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა ყავისაგან 40%-იანი სპირტიანი სასმელი გამოხადეს. ამისათვის მათ ესპრესოს ნარჩენები, ცხელი წყალი, შაქარი და საფუარი გამოიყენეს. ახალ სასმელს ყავის არომატი და მწარე გემო დაჰკრავს. გარდა ამისა, სითხეში კოფეინიც კი შენარჩუნებულია, ამიტომ სასმელს მსუბუქი გამამხნევებელი ეფექტიც კი აქვს. ვიდრე “ყავის არაყი” მასიურად გაიყიდება, მთელი რიგი შემოწმება და ტესტირება უნდა გაიაროს. როგორც გამომგონებლები ამბობენ, აქამდე ყავისაგან ალკოჰოლური სასმლის მიღება არავის უცდია. თუმცა თავადვე აღნიშნავენ - არქეოლოგიურმა გათხრებმა დაასაბუთა, რომ ეთიოპიაში ამ მცენარეს თავდაპირველად სწორედ ამ მიზნით იყენებდნენო.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი