Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიმერი - ბუნებრივი ღვინის ფესტივალი

2 დეკემბერს, იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში მდებარე სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort-ში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ გაიმართება. ფესტივალი „ამერიმერი“ სათავეს 2017 წლიდან იღებს და მას ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოში ატარებს.

ქალაქ წყალტუბოში ეს ფესტივალი მეორედ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მიიღებენ, რომლებიც ღვინოს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ. ფესტივალს ტრადიციულად ესტუმრებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და რესტორატორები.

მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N23. სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort.

ბილეთის ფასი 20 ლარია (ბილეთის ღირებულებაში შედის: ფესტივალის კატალოგი). ფესტივალის გაიმართება 2 დეკემბერს. 2023 წელი. 12:00-დან 18:00 სათამდე. როგორც წესი, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ დასავლეთ საქართველოში იმართება და მასში მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები მონაწილეობენ. 

ფესტივალ „ამერიმერს“ ბუნებრივი ღვინის ქართველი მოყვარულების გარდა, წელსაც ტრადიციულად ესტუმრებიან უცხოელი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ექსპორტიორები.  ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ფესტივალის ორგანიზებაში კვლავ ეხმარება და პარტნიორობას უწევს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. დეტალებს ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე

ფესტივალში მონაწილე მარნები:

იბერიელი (გურია)

კობიძეების მარანი (გურია)

მარანი სილოვანი   (გურია)

გია ჯამბერიძის მარანი (გურია)

ბაბას მარანი (გურია)

მეფარიშვილის მარანი (გურია)

მარტვილის მარანი (სამეგრელო)

ამირან ვეფხვაძის მარანი (იმერეთი)

დიმის ფერდობი (იმერეთი)

არჩილ გუნიავას მარანი (იმერეთი)

ბაღდათის მამულები (იმერეთი)

გაიოზ სოფრომაძის მარანი (იმერეთი)

მაკარიძის მარანი (იმერეთი)

მეღვინეობა ნაგუთნები (იმერეთი)

მშვენიერაძეების მარანი (იმერეთი)

მინაძის მარანი ფერსვი (იმერეთი)

ლაშა გურულის მარანი - ენკენი (იმერეთი)

მირიანის მარანი (იმერეთი)

ნიკოლაძეების მარანი (იმერეთი)

მარანი ოქონა (იმერეთი)

ანაპეა        (კახეთი)

კორტავების მარანი (კახეთი)

პატარა მარანი (კახეთი)

ახმეტის ღვინის სახლი (კახეთი)

მანავი ვაინს (კახეთი)

ნადელები (კახეთი)

მეღვინეობა მალატი (კახეთი)

ჯუსოს მეღვინეობა (კახეთი)

რობის მარანი (კახეთი)

ნიკალას მარანი (კახეთი)

ჟუკა-სანოს ღვინო (კახეთი)

მეღვინეობა ართანა (კახეთი)

ჩარექაული  (კახეთი)

ჭორტაულის ვენახები (კახეთი)

მართალი ღვინო (კახეთი)

ლომთაძეების მარანი (კახეთი)

ვეჯინის ღვინის სახლი (კახეთი)

თედოს მარანი (კახეთი)

იასეს მარანი (კახეთი)

ბაკურციხელი   (კახეთი)

მარანი იორა  (კახეთი)

ვაჟა გეთიაშვილის მარანი (კახეთი)

ვაინ ველი  (კახეთი)

მეღვინეობა თილისმა (კახეთი)

ექიმის ბიო მარანი (კახეთი)

ჩვენი ღვინო (კახეთი)

ლაფატი (კახეთი)

კონდოლი ვაინერი (კახეთი)

ღვინო „ხვთისია“ (კახეთი)

ხოხბის ცრემლები (კახეთი)

კოლაგის (კახეთი)

გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი (კახეთი)

ილტოს ველი  (კახეთი)

ლაგაზი  (კახეთი)

ლევანის მარანი „ახმეტა“ (კახეთი)

მეღვინეობა დანო (კახეთი)

ღვარძელაშვილის მარანი (კახეთი)

მარტიაშვილის მარანი (კახეთი)

დორემი (კახეთი)

ღვინო ანბანი (კახეთი)

ასათიანის მარანი (ლეჩხუმი)

მუშკუდიანის მარანი (ლეჩხუმი)

ახობაძეების მარანი წიქარე (რაჭა)

გაბრიელის ღვინო (ქართლი)

ხიდისთაურის მარანი (ქართლი)

ბუას მარანი (ქართლი)

ირმას და კატოს ვენახები და მარანი (ქართლი)

დემის მარანი (ქართლი)

სამთავისის მარანი (ქართლი)

გოცას მარანი (ქართლი)

ანგურა (ქართლი)

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.