Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აშშ-ში ვესტჩესტერის ოლქის 10 საუკეთესო რესტორნებს შორის ერთ-ერთი ქართულია

მანჰეტენთან ახლოს, ლამაზი ხედებითა და ძველი, მრავალსაუკუნოვანი სასახლეებით ვესტჩესტერი საინტერესო რესტორნებითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ Blue Hill-ს არის ის ერთადერთი რესტორანი, რომელიც მიშლენის ვარსკვლავით ამაყობს, Pure Wow ვესტჩესტერის 10 საუკეთესო რესტორანს უზიარებს მკითხველს, მათ შორის კი ერთ-ერთი ქართულია. 

Badageon ვესტჩესტერში, კისკოს მთაზე მდებარეობს. ავტორი განსაკუთრებით ურჩევს მკითხველს იმერულ კერძებს: “ქართული სამზარეულო ძალიან გემრიელი და უნიკალურია, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ერების გავლენა იგრძობა. რესტორანში ძალიან ლამაზი და საინტერესო დეკორია, არც ისე იაფიანი სამელები და ავთენტური კერძები, როგირცაა ხარჩო, ხინკალი და ა.შ. იმერული ხაჭაპური ძალიან ნაზი და სასიამოვნო კერძია. მთავარ კერძად გირჩევთ მიირთვათ “ტაბაკას” ლანგარი, რომელშიც ძალიან გემრიელი ხრაშუნა, შემწვარი ქათამია აჯიკის სუოსთან ერთად, გარნირად კი ახალი კარტოფილი და სახლის მწნილი მოჰყვება. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად მიირთვის ახალი ხილის კომპოტი, რომელსაც საქართველოში სეზონური ხილისგან, ცოტაოდენი შაქართან და წყალთან ერთად აყენებენ” - ვკითხულობთ სტატიაში.

შემდეგი იტალიური ღვინის ბარი Boro6-ია, რომელიც ცენტრში, ჰადსონიდან სულ ორიოდე ნაბიჯშია. რესტორანში ხორცის ძალიან ფართო არჩევანია: “პირველ მსუბუქ ლუკმად, აპერიტივად, გახუხული პური მიირთვით სხვადასხვა სოუსებითა და ტოპინგებით." ავტორის რჩეული კერძია სპაგეტი alla Vongole da affogato, რომელიც იტალიური ნაყინი, “ჯელატოს” ნაირსახეობაა და ძალიან გემრიელია იტალიური, ნოყიერი კერძების შემდეგ. 

იტალიურს კი ინდური სამზადეულო მოჰყვება: “თანამედროვე, მდიდრული დიზაინით გამორჩეული რესტორანი ვრცელი მენიუთი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების ნაკლებობას არ განიცდის. შემწვარი ბატკანი სანელებლებით, ხახვითა და პომიდვრით ერთ-ერთი საუკეთესო კერძია, თუმცა თუ ხორცს არ მიირთმევთ, ისეთი პროდუქტებიც არის როგორიცაა chana masala, saag paneer და navaratan korma. არ გამოტოვოთ ქოქოსის ბრინჯი, მანგოს ლასი და keema samosa”.

თუ პიცა გიყვართ, მაშინ Burrata-ს უნდა ესტუმროთ. იქ, როგორც ვკითხულობთ, უგემრიელესი ყველებით ძალიან საინტერესო და ნოყიერი პიცებია: “გასინჯეთ ნეკნები, დაძველებულ ბალზამიკოში მოხალული პურის ნამსხვევები და ბურატა ზეითუნის ზეთითა და პარმაჯანოთი. ჩამონათვალს სრულად purewow-ზე გაეცნობით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.