ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა ხვალ, 10 ივნისს გაიხსნება და 12 ივნისამდე გაგრძელდება.გამოფენა ექსპოჯორჯიაში გაიმართება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
WinExpo 2022-ზე რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. პირველ რიგში აღსანიშნავია ExpoGeorgia-სა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი - ღვინის ჯილდო „სომელიეს არჩევანი“. „სომელიეს არჩევანი“ WinExpo-ზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის ფასისა და ხარისხის შეფარდების მიხედვით საუკეთესოს გამოავლენს.
ღონისძიება უმასპინძლებს ღვინის ექსპორტის B2B ფორუმს, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად. აქ შეხვდებით ღვინის აგენტებს, თრეიდერებს, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს. მათ შორის ღვინის მოყვარულებს, რომელთაც ღვინის გასინჯვა და სიახლეების, ინოვაციების გაცნობა სურს.
ეს ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, როგორც ღონისძიების შესახებ ვკითხულობთ, ღვინის გარდა შეხვდებით სასუქების, შესაფუთი მასალების, ნერგეებს, აქსესუარებისა და მანქანა-დანადგარების მწარმოებლებს.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე დიდ კომპანიებთან ერთად ტრადიციულად მცირე და საოჯახო მარნებსაც შეხვდებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი