Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თუ ქარვისფერი ღვინის სამყაროს ჯერ არ იცნობთ, მისი აღმოჩენა ქართული ღვინით დაიწყეთ” - ამერიკული ჟურნალი ქართულ ღვინოზე წერს

საზამთროდ არომატულ და დასამახსოვრებელ ღვინოებს თუ ეძებთ, მაშინ ღვინის მწერლის, ჯერემი კუჩოლცის ბლოგს გაეცანით, სადაც 5 რჩეულს შორის ქართულ ღვინოსაც აღმოაჩენთ: “ზამთარში, ბუნებრივია, უმეტესობა წითელ ღვინოს ირჩევს, თუმცა ეს თეთრი ღვინოები საფრანგეთიდან, ლიბანიდან და საქართველოდან, რომელთა ტექსტურაც ძალიან სხეულიანი და შთამბეჭდავია, ზამთრის “მძიმე” კერძებსაც კი შეეჭიდება”. - წერს ავტორი. 

სტატიაში Teliani Valley Amber Blend 2019-ზე ვკითხულობთ. ქარვისფერი ღვინო უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გარდა იმისა, რომ წერენ საქართველზე, როგორც ამ სტილისა და კატეგორიის სამშობლოზე, უფრო ხშირად საუბრობენ ქართულ ქარვისფერ ღვინოებზეც, რაც მნიშვნელოვანია. ეს ღვინო დაწურულია რქაწითელის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის ნაზავით. ფერმენტაციამ 7-10 დღემდე გასტანა, დურდოზე კი 6 თვის განმავლობაში ვარგდებოდა: “ღვინოს არაჩვეულებრივი ფორთოხლის კანის არომატი აქვს, იგრძნობთ ატმის ჩირისა და სხვადასხვა სანელებლების ტონებსაც. თუ ქარვისფერი ღვინის “სამყაროს” ჯერ არ იცნობთ, მისი აღმოჩენა ქართული ღვინო დაიწყეთ. ეს ღვინო კი თქვენთვის ფანტასტიკური დასაწყისი იქნება. უნდა მიირთვათ ფრინველის ხორცთან, შემწვარი ღორის კერძთან ან ნაღების პასტასთან ერთად.” - ვკითხულობთ სტატიაში

გარდა ამისა, სტატიაში წაიკითხავთ Chateau musar Jeune Blanc-ზეც. როგორც ავტორი წერს, ეს ლიბანური ღვინო იქაურ მეღვინეობას ძალიან კარგად გამოხატავს. ლიბანში ძირითადად ბიოდინამიურ მეღვინეობას მისდევენ, რომლის ტენდენციაც ბოლო წლებში კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა: “მაღალი დონის კულტივაცია, მშრალი და ორგანული მეურნებობა, ყურძნის ხელით კრეფა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების წარმოება არის ლიბანური მეღვინეობის ძირითადი მახასიათებლები.” - აღნიშნავს მეი მატა-ელია, ლიბანელი ღვინის ექსპერტი და მეღვინე. Chateau Musar კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოა, რომელმაც ლიბანურ ღვინოებს აშშ-ში პოპულარობა მოუტანა. Jeune Blanc blend სხვადასხვა ჯიშებისგან, Bekaa Valley-ზე მოყვანილი ვიონიესგან, ვერმენტინოსგან და შარდონესგან დაწურული ღვინოა: “არის ძალიან სხეულიანი, თუმცა არც ისე მძიმე. ახასიათებს ყვავილების, ვაშლისა და ეგზოტიკური ხილის არომატები, მიირთვით ზღვის პროდუქტების სალათასთან და ქათმის კერძებთან ერთად” - წერს ავტორი. 

Domaine Overnoy-Crinquand “La Bidode” - ეს ორგანულად, ჟურას (Jura) რეგიონში დაწურული ღვინოა, თაფლისა და სხვადასხვა ხილის არომატებითა და ხანგრძლივი, რბილი დაბოლოებით. უხდება მჟავე კომბოსტოს, ზღვის ბასს, Comté-სა და Raclette-ს ყველს. Jacques Charlet “Les Vieux Murs” Pouilly-Fuissé - კი თეთრი, მუხაში დაძველებული ბურგუნდიული ღვინოა ელეგანტური არომატებითა და დამახასიათებელი მჟავიანობით. მას შემწვანი ქათამი და კალმახი უხდება. სტატიას სრულად audrey Claire Cook-ის ვებ. გვერდზე გაეცნობით. ამ ღვინოების შეძენა კი ფილადელფიაში, cork wine shop-შია შესაძლებელი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული