Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი ღვინო ახალ ზელანდიაში

განსაკუთრებულად არომატული სოვინიონ ბლანის გარდა ახალ ზელანდიას ღვინის მოყვარული ადამიანები შირაზით, პინო ნუარით, შარდონესა და ბორდოს ნაზავებითაც იცნობენ. წყნარ ოკეანში ეს შორეული და პატარა კუნძული ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ახალ ზელანდიას მეღვინეობის 10 ძირითადადი რეგიონი აქვს, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარლბოროა. 

ახალ ზელანდიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თეთრ ღვინოს: “საზღვარგარეთ გასული თეთრი ღვინოების რაოდენობა მთელი ღვინის ექსპორტის 93%-ს შეადგენს, მხოლოდ სოვინიონ ბლანი კი ჩვენი ექსპორტის 86%-ია. გარდა ამისა, აქ იწარმოება მსოფლიო დონის ღვინოები, როგორიცაა პინო გრი და შარდონე.” - ამბობს შარლოტა რედი, New Zealand Winegrowers-ის გენერალური მენეჯერი. 

ახალი ზელანდიის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი უზრუნველყოფს სრულყოფილ პირობებს თეთრი ვაზის ჯიშების გასაშენებლად და საშუალებას იძლევა ყურძენს ბუნებრივი მჟავიანობა შეუნარჩუნდეს. ქვეყნის მევენახეობის არც ერთი რეგიონი არ არის ზღვიდან ძალიან შორს და როგორც წესი, მზის ხანგრძლივი ნათება ღამის დაბალ ტემპერატურასთან ერთად ძალიან ხალისიანი, ცინცხალი, დელიკატური ღვინოების იდეალური პირობაა. 

გარემო ფაქტორების ეს კომბინაცია, ინდუსტრიის მიერ გარემოზე მუდმივი ზრუნვა და ახალი ინოვაციების დანერგვა საფუძველს გვაძლევს თამამად განვაცხადოთ, რომ ახალზელანდიური ღვინო სრულიად უნიკალური პროდუქტია ბაზარზე” - ამბობს შარლოტა. 

10 ღვინის რეგიონში მთლიანობაში 40-ზე მეტი ღვინის სახეობა იწარმოება. Sauvignon Blanc კი, შარლოტას თქმით, შეიძლება იყოს პირველი ღვინო, რომელიც ახალზელანდიურ ღვინოს რუკაზე დაიტანს. თუმცა New Zealand Winegrowers-ის გენერალური მენეჯერი დასძენს იმასაც, რომ თეთრი ღვინის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე აქ აუცილებლად აღმოაჩენს ადამიანი თავის რჩეულ თეთრ ღვინოს.

ახალზელანდიურ ყველაზე მოთხოვნად თეთრ ღვინოებს შორისაა

Cloudy Bay Sauvignon Blanc, Marlborough, New Zealand - გამოირჩევა სატაცურისა და ცაცვხის ამაღლებული, ძალიან ცოცხალი არომატებით. იგრძნობთ ლიმონისა და კაჟის/სველი ქვის ნოტებსაც. 

Kumeu River Mate's Vineyard Chardonnay - მდიდარი, კრემისებური ტექსტურა აქვს, ახასიათებს ვანილის, გრეიპფრუტის, ლაიმის არომატები და გრძელი დაბლოება, არის ცინცხალი ღვინო. 

Greywacke Sauvignon Blanc - ანანასის ქერქის, ახალი ცაცხვისა და თეთრი სანელებლების სურნელებით ღვინოს ძალიან სასიამოვნო სტრუქტურა აქვს, რომელიც დასასრულს მდელოს ყვავილების არომატსაც მოგაგონებთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული