Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Sauternes' ღვინოების ახალი ტენდენცია

Autumn transforms the vineyards of Château Suduiraut into a blanket of gold.

ბორდოს ამ რეგიონს მსოფლიო სადესერტო ღვინოებით იცნობს. მშრალი ღვინოების ტენდენცია კი, როგორც ჩანს, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სტატიიდან ვკითხულობთ, რომ განცხადება გასულ კვირას გაკეთდა: Chateau Climens-ს ამიერიდან მეწარმე ჟან-იუბერ მუატრი აკონტროლებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, Riussec-ის ბოთლის რედიზაინი ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო და კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ზონა დესტრუქციული ინერციისკენ სულაც არაა მიდრეკილი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ Sauternes უკვე აღარ შედის ხოლოდ ტკბილი ღვინოების სიაში და თანდათან თეთრ, მშრალ ღვინოდ ყალიბდება.

სტატიის ავტორი წერს, რომ 2021 წელს EPSA-ს დამფუძნებელმა მატიე გუფლეტმა Chateau Guiraud-ის ძირითადადი ფინანსური წილი შეიძინა და მის მიერ შატოს შეძენას მშრალი სტილის ღვინოების წარმოებაც მოჰყვა. ამ წლის დასაწყისში მათ გამოუშვეს კიდეც Grand VIn Blanc Sec.

უნდა შეგახსენოთ, რომ 2018 წლიდან წინა მფლობელმა, ლურტონმაც გამოუშვა მშრალი თეთრი ღვინო.

აღსანიშნავია, რომ ახლა ძალიან საინტერესო დროა თეთრი ღვინის მოყვარულთათვის. როგორც სტატიის ავტორი წერს, Vin Sec-ის, მშრალი ღვინის წარმოება არა მხოლოდ მომგებიან ბიზნესს, არამედ საკმაოდ არომატულ და გემრიელ ღვინოებსაც ნიშნავს. უფრო მეტიც, უმეტესობას ძალიან მიმზიდველი ფასი აქვს, თუმცა Pessac-Leognan-ის თავბრუდამხვევ სიმაღლეებს იშვიათად თუ აღწევს.

Chateau Suduiraut-ს მშრალი ღვინოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. როგორც კრისტიან სელი აღნიშნავს, ისინი 2004 წლიდან მუშაობენ მშრალ ღვინოებზე: "პირველად მშრალი Suduiraut 2004 წელს დავწურეთ. ეს იყო შეზღუდული რაოდენობით (500 ბოთლით წელიწადში) ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ღვინო ჩვენთვის. ჩვენი მიზანი იყო, რომ ჯერ საკუთარი თავისთვის, ხოლო შემდეგ კი მსოფლიოსთვის დაგვემტკიცებინა, რომ Sauternes ვენახებიდან თეთრი მშრალი ღვინის დაყენებაც შეიძლება".

რა თქმა უნდა, მას შემდეგ ღვინის წარმოებაც გაიზარდა. გარდა იმისა, რომ მათ Lions de Suduiraut-ის მსგავსი მშრალი სტილის წარმოება სურდათ, Grand Vin Blanc Sec Viellesi Vignes 2020 და Pur Semillon Sec გამოუშვეს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ორივე საოცრად არომატული და ტექსტურით "მაცდუნებელი" ღვინოა: "მე ღრმად მჯერა, რომ მშრალი თეთრი ღვინოების ხარისხი, როგორსაც ახლა Château Suduiraut  აწარმოებს, შატოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Vielles Vignes Grand Vin Blanc Sec 2020-ის გამოშვებით კი, რომელიც სექტემბერში გავა ბაზარზე, ჩვენს გვაქვს რწმენა და ამბიცია იმისა,რომ მომავალში Chateau Suduiraut ცნობილი იქნება ორი Grands Vin-ით, Liquoreux-ითა და Sec-ით"- აცხადებს სელი.

სტატიის ბოლოს ავტორი საუკეთესო Blanc Sec-ებს სთავაზობს მკითხველს, რომელთა სრული სიაც Wine-Searcher-ის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.