Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

SLOW FOOD-ის საქველმოქმედო ვახშამი თბილისში

შაბათს, 12 თებერვალს, 19:30-ზე, რესტორან "პიანოში" (გალაკტიონ ტაბიძის 14) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია SLOW FOOD-ის პროექტი “ქართული ქვევრის ღვინო” გამართავს საქველმოქმედო ვახშამს "აღმოსავლეთ საქართველოს ენო-გასტრონომიული კულტურა”. 

პროექტი “ქართული ქვევრის ღვინო” 2008 წელს დაარსდა და მისი მიზანი იყო ევროპის საზოგადოებისთვის გაეცნო მევენახეობის და ქვევრის მეღვინეობის უძველესი ქართული ტრადიციები და შეძლებისდაგვარად იმ მცირე მარნების დახმარება და წახალისებაც მომხდარიყო, რომლებიც ერთგულად მისდევენ ტრადიციული მეურნეობის წესებს. პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხების მოსაზიდად დაიგეგმა და შედგა რიგი ღონისძიებები, მათ შორის საქველმოქმედო ვახშამი რომში, სადაც ქართულ ღვინოებთან ერთად დამსწრე საზოგადოებამ გასინჯა პროექტის კოორდინატორების, რამაზ ნიკოლაძის და სოლიკო ცაიშვილის მიერ მომზადებული ქართული კერძები. პროექტის მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2008-2010 წლები. დღეს მისი შემდგომი დაფინანსების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. ამიტომ პროექტის იდეის ავტორებმა და კოორდინატორებმა გადაწყვიტეს თავად მოეზიდათ საჭირო თანხები, მოეწყოთ დეგუსტაციები, ექსკურსიები პროექტის მონაწილეთა მარნებში, საქველმოქმედო ვახშმები და სხვა. ეს ვახშამიც ქველმოქმედებას ემსახურება. 
ვახშამზე წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს 
ენოგასტრონომიული კულტურისთვის ტიპიური კერძები და ღვინოები. იგი შედგენილია SLOW FOOD-ის პრინციპების გათვალისწინებით, ანუ
ლოკალური, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ კერძებს ახლავს ამავე გეოგრაფიული არეალისთვის დამახასიათებელი ღვინოები. ვახშამი გათვალისწინებულია 40 პერსონაზე, ფასი 1 პერსონაზე 100 ლარი.
ვახშამი ტარდება "ღვინის კლუბის" საინფორმაციო მხარდაჭერით.

დეტალური მენიუ და საკონტაქტო ინფორმაცია იხ. აქ და აქ

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.