Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბის საიუბილეო დეგუსტაცია, 4 მაისს

როგორც იცით, „საქართველოს ღვინის კლუბი“ ყოველწლიურად მაისის მეორე შაბათს ატარებს ახალი ღვინის ფესტივალს. წელს ფესტივალი 11 მაისს გაიმართება და იგი საიუბილეოა. მე-10 ფესტივალზე საქართველოს მეღვინეობის ყველა კუთხიდან ჩამოვლენ ოჯახური და მცირე მარნები, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ასევე თითქმის ყველა დიდი კომპანია. გარდა ამისა, 2019 წელს ღვინის კლუბის დაარსებიდან ათი წლისთავიც სრულდება და  ამ ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი წინასაფესტივალო დეგუსტაცია, რომელიც 4 მაისს გაიმართება ღვინის ბარ 8000 მოსავალში, ვაკეში (აბაშიძის #60) და სადაც 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი. დეგუსტაციისთვის უკვე დარეგისტრირებულია ღვინის კომპანიები:

ჯაყელების ღვინო

ლუკასი

თბილღვინო

სესიაშვილის მარანი

კონჭო და კო.

კალამი

საწნახელი

შუმი

ღვალაძეების მარანი

ვაჟა გეთიაშვილის მარანი

დეგუსტაციაში მონაწილე მარნების რეგისტრაცია, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2009 ან 2010 წლის ღვინოებით, გრძელდება. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688, E-mail: info@wineclub.ge

შეგახსენებთ, საიუბილეო დეგუსტაცია გაიმართება ვაკის 8000 მოსავალში, აბაშიძის #60. დასწრების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული