Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბი“ „ქართული ღვინის კვირეულზე“

უშინ დაიწყო „ქართული ღვინის კვირეული“, რომელიც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან და იგი ქართული ღვინის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. მათ შორისაა ღვინის კლუბიც, რომელიც ორ ღონისძიებას შესთავაზებს ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს.

პირველ რიგში 28 სექტემბრის საფესტივალო აქცია უნდა ვახსენოთ, "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე", რომელიც #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, დასაწყისი 15:00) და სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს. აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, რომელიც დამსწრეებს დეტალურად გააცნობს მონაწილე მარნების ისტორიას, ისაუბრებს ვენახების და ღვინოების შესახებ, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს. თქვენ გელით ბევრი და სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი მისაყოლებელი და საინტერესო გარემო.

30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის 7), "საქართველოს ღვინის კლუბი" მალხაზ ხარბედიას წიგნის, „ქართული ღვინის გზამკვლევი 2016“–ის პრეზენტაციაზე გიწვევთ (დასაწყისი 19:00–ზე).

ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში. მასში ფართოდაა მიმოხილული საქართველოს ღვინის რეგიონები, ისტორია, ჯიშები, ადგილწარმოშობის დასახელებები, ღვინის საუკეთესო ტურისტული კერები, მოსავლის წლის მიმოხილვა, ღვინის სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ქრონიკა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი ღვინოების ჩამონათვალი და სხვ. აქ ასევე შეხვდებით 150–მდე სხვადასხვა ქართული ღვინის დახასიათებას. წიგნს მოყვება გასაშლელი რუკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ღვინის კერაა დატანილი.

პრეზენტაციაზე გაისინჯება ღვინოებიც, იქნება გემრიელი ხემსი და რაც მთავარია, გათამაშდება სპეციალური პრიზები. ასეთი შემეცნებითი კონკურსები უკვე ტრადიციად იქცა „ქართული ღვინის გზამკვლევის“ პრეზენტაციებზე.

დასწრება ორივე ღონისძიებაზე თავისუფალია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.