Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Raw Wine Paris-ზე 17 ქართული მარანი წარდგება

Raw Wine Festival მსოფლიოში ძალიან ცნობილი და გამორჩეული გამოფენაა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები წარადგენენ თავიანთ ღვინოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ღვინის ექსპერტებს, მოყვარულებსა და იმპორტიორებს: “ჩვენს გამოფენაში მონაწილეობენ განსაკუთრებით გამორჩეული მარნები, რომლებიც ბუნებრივ, ბიოდინამიკურ/ორგანულ ღვინოებს აწარმოებენ ან მცირე ჩარევით ან ყოველგვარი დანამატის გარეშე. ეს ღვინოები ყველაზე სუფთაა და პლანეტაზე ყველაზე პატივსაცემი და გემრიელიცაა, Raw Wine მხარს უჭერს გამჭვირვალობას. ჩვენ გვჯერა, რომ იდეალურ სამყაროში ღვინის ან სხვა სასმლის დასამზადებლად გამოყენებული ნებისმიერი მანიპულაცია ან დანამატი მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რაც შეიცავს ის, რასაც მიირთმევს.” - ვკითხულობთ ვებ. გვერდზე

“ნატურალური ღვინის ფესტივალი” პარიზში 12-13 მარტს გაიმართება. იქ საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებს იტალია, ესპანეთი, ავსტრია, კანადა, საფრანგეთი და ა.შ. მთლიანობაში წარმოდგენილი იქნება 156 ღვინის მწარმოებელი 15 ქვეყნიდან. საქართველოდან ფესტივალზე 17 მარანს აღმოაჩენთ:

ახმეტის ღვინის სახლი

Alexander’s Wine Cellar

ანაპეა • Anapea

ღვინო ანბანი • Anbani Wine

Chateau Khashmi - Andrias Gvino

მეღვინეობა ართანა • Artana Wines

ბაიას ღვინო /Baia's Wine

Demi's Wine / დემის ღვინო

DoReMi WiNe

Doctor's Bio-cellar ექიმის ბიო-მარანი

Gabriel's Wine

Gaioz Sopromadze Wine Cellar გაიოზ სოფრომაძის მარანი

იასეს მარანი • Iases Marani

Tilisma Winery • მეღვინეობა თილისმა

Vellino • ველინო

Kobidzeebis Marani.Datos Wine

Mushkudiani winery / მუშკუდიანის მარანი

პარიზამდე Raw Wine Festival ნიუ იორკში, ლოს ანჯელესსა და ბერლინში ჩატარდა. თითო ქალაქში ფესტივალი 2 დღით იმართება, იქ მისული სტუმრები კი სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინოებს დააჭაშნიკებენ. Raw Wine-ის გვერდზე ბაია აბულაძის მიმართვას გაეცნობით “ბაიას ღვინიდან”, სადაც მეღვინე ამ ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს: “ნატურალური ღვინის ფესტივალი” ჩვენი მარნისთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი და სასიხარულოა, ჩვენ უკვე 4 წელიწადზე მეტია, რაც თვალყურს ვადევნებთ raw wine festival-ს. რთველის დასრულების შემდეგ ფესტივალში მონაწილეობა და მთელი მსოფლიოდან ძალიან საინტერესო ღვინოების აღმოჩენა მართლაც, რომ დიდი საჩუქარია ჩვენთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება ის არის, რომ სინამდვილეში აქ ყველა ერთი დიდი ოჯახიდან ვართ, ყველას ერთი გრძნობა გვაკავშირებს ღვინოსთან.“ - აღნიშნავს გვანცა ბლიაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან საფრანგეთში ღვინის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით თითქმის 4-ჯერაა გაზრდილი. თუ შარშან 75 719,18 ლიტრი გაიგზავნა, წელს კი 320 838, 74 ლიტრი ღვინო. რაც თანხობრივად 175%-იან ზრდასაც გულისხმობს. Raw Wine Festival-ის შესახებ უფრო ვრცლად მათსავე გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული