Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Global Wine Rating და ქართული ღვინო

სტატია ქართული ღვინის შესახებ The Finest Georgian Wines გამოქვეყნებულია ამერიკულ ჟურნალში Medium. ავტორი მკითხველს იმ ქართულ ღვინოებს აცნობს, რომლებიც გლობალურ აღიარებას იძენს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოზე, ქართულ ღვინის კულტურაზე და ავტორისთვის რჩეულ ქართულ ვაზის ჯიშებზე: “ეს ის ქვეყანაა, სადაც 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშისგან უნიკალური ღვინოები იქმნება.” ავტორი წერს ქართული ღვინის გლობალურ ბაზარზეც და მის ადგილზე მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში, მკითხველს კი Global Wine Rating (GWR)-ის შესახებაც უამბობს და წერს, რომ აქედან საუკეთესო ქართული ღვინოების აღმოჩენაა შესაძლებელი.

სტატიის დასაწყისში ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ცნობილია არა მხოლოდ ღვინის უძველესი ტრადიციებით, არამედ განსაკუთრებული ტექნოლოგიითაც, როგორიცაა ქვევრში ღვინის დადუღება: “სწორედ ამ მეთოდებით დამზადებული ღვინოები იძენს განსაკუთრებულ არომატებსა და გემურ თვისებებს, რომლებიც იზიდავს გლობალურ ბაზარზე მომხმარებლებსა და ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს”.

GWR-ის მიერ შექმნილი ღვინის რეიტინგი ეხმარება ღვინის მოყვარულებს და პროფესიონალებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებაში გაერკვნენ. ავტორი გვეუბნება, რომ მათი კვლევების შედეგად შემდეგი ქართული ჯიშები მოხვდა საუკეთესოთა სიაში. ესენია:

1. საფერავი — “ქართული წითელი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯიში, რომელსაც ახასიათებს ღრმა ფერი, სავსე სხეული და ინტენსიური გემო, სადაც იგრძნობა შავი ხილი, თამბაქო და სუნელების არომატი. ეს ჯიში გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დაძველების უნარით, რაც მას ხშირად GWR რეიტინგის სათავეში აყენებს.”

2. მუკუზანი — საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და დაბალანსებული გემოთი. მუკუზანი ცნობილია თავისი გამბედავი პროფილით: “ეს ღვინო მსოფლიოში აღიარებული ღვინოა, რომელიც GWR-ის რეიტინგში უმაღლეს პოზიციებს უპირობოდ იკავებს.” - 

3. რქაწითელი — ამ ჯიშისგან აყენებენ ქარვისფერ ღვინოს, რომელსაც აქვს რთული არომატი და მრავალფეროვანი თვისებები. ახასიათებს მიწის, ხილისა და თხილის ნოტები. რქაწითელი ხშირად ქვევრში იწურება, რაც მის გემოს უფრო კომპლექსურს ხდის.

4. მწვანე, ქისი და ხიხვი — ქართული თეთრი ცნობილი ვაზის ჯიშები, რომლებიც გამოირჩევა ციტრუსოვანი გემოთი და სიხალასით. ეს ღვინოები იდეალურია ცხელ ამინდში და პოპულარულია მათი საინტერესო და სუფთა პროფილით.

5. ქართული როზე — “საფერავისგან დამზადებული როზე, ანუ ვარდისფერი ღვინოები მსუბუქი, ყვავილოვანი და ახალი კენკრის არომატებით გამოირჩევიან. მათი სიმსუბუქე და ცოცხალი მჟავიანობა მათ მრავალფეროვან კერძებთან ჰარმონიულს ხდის”.

6. ქართული ცქრიალა ღვინოები — იშვიათი, მაგრამ უნიკალური ცქრიალა ღვინოები მზადდება როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე მეთოდებით, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის.

სტატიის დასასრულს ავტორი მკითხველს GWR-ს აცნობს მკითხველს, რაც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ქართული ღვინის სამყაროში უცხოელი მომხმარებელთათვის: “ეს პლატფორმა ეხმარება როგორც ღვინის მოყვარულებს, ასევე კოლექციონერებს აღმოაჩინონ საქართველოს უძველესი ტრადიციებით შექმნილი, მაღალი ხარისხის ღვინოები.” - წერს ავტორი. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული