Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთში ქართული ღვინის კომპანიებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყო

ჩინეთში რიგით 131-ე Canton Fair დაიწყო, სადაც ტრადიციულად მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო ნაწარმი და მიმწოდებლები არიან წარმოდგენილნი. ბაზრობაზე ათასობით პროდუქტია შემოთავაზებული, რომელიც 16 კატეგორიაში ნაწილდება. ღონისძიება ონლაინ 15 აპრილს დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება.

ერთ-ერთი ღონისძიება „ვაჭრობის ხიდი“ თბილისისა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს (Guangzhou) სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა. გამოფენაზე საქართველოსთან გლობალურ თანამშრომლობასაც მოეწერა ხელი და ქართული ღვინის კომპანიებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყო.

ჩინეთ-საქართველოს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩინეთის ბაზარზე ქართული ხარისხიანი ღვინო პოპულარული ხდება.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩინეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ბექარ მიქაბერიძე, რომელიც Belt and Road-ის დამფუძნებელია. იგი ასევე გუანჯოუს ფილიალის საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარეა.

მიქაბერიძემ ამ ღონისძიებაში ქართული ღვინოს კომპანიების ჩართვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, რაც ჩინელ იმპორტიორებთან ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისმა კომპანიამ კი 10-ზე მეტ ღვინის იმპორტიორთან გამართა მოლაპარაკება. თავად ბექარ მიქაბერიძის კარიერაც კანტონის ბაზრობიდან დაიწყო და მისი მოქმედების არეალის ნაწილი კავკასია 2013 წლიდან გახდა.

2018 წლიდან მისი დაარსებული კომპანია საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობს, სხვა ბევრ მიმართულებასთან ერთად, ღვინო ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტია. კანტონის ბაზარი კი, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი პლატფორმაა ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვა სურს.

2022 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბექარ მიქაბერიძე იმედოვნებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები დამყარდება და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტიც გაიზრდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.