Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

6 ოქრო - დეკანტერის ღვინის კონკურსის შედეგები ცნობილია

ელენე ცინცაძე

დეკანტერის ღვინის საერთაშორისო კონსურსი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კონკურსია. წელს, 7 ივნისს, დეკანტერის  მე-19 კონკურსის სრული შედეგები გამოქვეყნდა. მთელი მსოფლიოდან  ღვინის საუკეთესო ექსპერტების მიერ შეფასებულ ღვინოებს რამდენიმე კატეგორიის ჯილდო გადაეცათ. DWWA 2022-ის მკაცრი შეფასების პროცესისას 250-მდე ექსპერტმა, მათ შორის 41 ღვინის ოსტატმა და 13-მა ოსტატმა სომელიემ 18244 ღვინო შეაფასა 54 ქვეყნიდან. წლევანდელმა კონკურსმა გასინჯული ღვინოების რაოდენობით წინა წლებთან შედარებით რეკორდი დაამყარა. ღვინის შეფასება ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა ლონდონის CentED  ExCel-ში,  რასაც მეორე რაუნდი მოჰყვა Decanter’s Tasting Suite-ში, პადინგტონში. აქ კი უკვე ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები გამოვლინდნენ, რომლებიც ქვეყნების, რეგიონებისა და  ქვერეგიონების, ყურძნის, რთველისა და ფასის მიხედვით დახარისხდა. ამის შემდეგ ღვინოები ხელახლა გაისინჯა რეგიონალური თავჯმდობარეებისა და თანათავმჯდომარეების მიერ. საუკეთესო ღვინოები პლატინის მედლებით დაჯილდოვდა.

მხოლოდ 50 ღვინოს მიენიჭა პრესტიჟული მედალი Best in Show. მთლიანობაში 165 პლატინისა და 675 ოქროს ჯილდო გამოვლინდა, რაც დაგემოვნებული ღვინოების 0.9% და 3.7% იყო. 

რონან სეიბერნი, DWWA 2022-ის თანათავმდჯომარე ამბობს: „ამ ღვინოებმა ძალიან დიდი გზა გაიარა მედლების მოსაპოვებლად. სულ ერთია, იქნება ეს ოქრო, ბრინჯაო, ვერცხლი თუ პლატინა. ძალიან ბევრი კომპეტენტური ღვინის მცოდნე აფასებს თითოეულ ღვინოს და თუ  თუ საქმე პლატინის მედლამდე მივიდა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის“.

როგორც სტატიაში წერია, მაიკლ ჰილ სმიტმა, ასევე DWWA-ს თანათავმჯდომარემ დასძინა, რომ გამარჯვებული ღვინოები სწორედ ის ღვინოებია, რომელთაც წარმატებით იასპარეზეს მსოფლიოში ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსში.

აღსანიშნავია ისიც, რომ  უკრაინული ღვინის 82%-მა (სულ 14-მა) აიღო ჯილდო. ოქრო მიენიჭა Beykush Winery Reserve-ის შარდონე 2019-ს.

კონკურსის ჯილდოების დათვალიერებისას  შეხვდებით ღვინოებს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ანდორადან, პერუდან და სერბეთიდან, რომელმაც დეკანტერის ღვინის ფესტივალზე მთლიანობაში 20 ოქრო დაიმსახურა, მათ შორის 2019-2022 წლამდე - 9 მედალი.  

აღსანიშნავია ქარვისფერი ღვინოები, რომლებიც თანდათან  ძალიან დიდ პოპულარულობას იძენს. საქართველომ, ხორვატიამ, იტალიამ და საფრანგეთმა 6 ოქრო მოიპოვა ამ კატეგორიაში. პლატინა აიღო ხორვატიულმა, 2019 წლის მოსავლის ღვინომ, რომელიც Riesling და Manzoni Bianco-თი დაიწურა.

გაერთიანებულ სამეფომ  ყველაზე მეტი, 151 ჯილდო დაიმსახურა. მათ შორისაა პირველი პლატინის მფლობელი ღვინო Essex-დან, Vagabond Winery, შარდონე 2020.

განსაკუთრებით ცნობილმა წითელმა ღვინოებმა ნაპას ველიდან ოთხი პლატინა მოიპოვა. დაჯილდოვდა რეზერფორდის, ლოს კარნეროსისა და ოუკ ნოლის რაიონის AVA ღვინოები.

საქართველომ წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ძალიან სასიამოვნო შედეგი აჩვენა. მთლიანობაში 125-მა ქართულმა  ღვინომ მოიპოვა ჯილდო. 

ოქროს მფლობელი ღვინოებია:

  1. წარაფი რქაწითელი, 2020, „გვარამაძის საგვარეულო მარანი“
  2. ქვევრის ქისი, 2020, „თბილღვინო“
  3. გლეხური ქვევრი ქისი, 2019, „თელიანი ველი“
  4. მარანი საფერავი, 2020, “თელავის ღვინის მარანი“
  5. ბიმბილი მუჯურეთული, 2019, „იწის მარანი“
  6. საფერავი , 2019, “შატო ბუერა“

ვერცხლის ჯილდო:

  1. კარდენახი, 2011,  “გვარამაძის საგვარეულო მარანი“
  2. მუზა ქვევრი, 2019, „ასკანელი“
  3. ბრუტი, 2019, „ასკანელი ძმები“
  4. ამბერ ქისი, 2020, „თბილღვინო“
  5. ქვევრის რქაწითელი, 2020, „თბილღვინო“
  6. ქვევრის მწვანე, 2020, „თბილღვინო“
  7. საფერავი, 2018, „ვაჩნაძიანი“
  8. მწვანე, 2020, „ვაჩნაძიანი“
  9. კრახუნა, 2020, „ვაჩნაძიანი“
  10. ოცხანური საფერე, 2018, „ვაჩნაძიანი“
  11. რქაწითელი, 2019, „კორპორაცია ქინძმარაული“
  12. ალექსანდროული, 2019, „კორპორაცია ქინძმარაული“
  13. მწვივანი კახური, 2019, „Koncho & Co.”
  14. ქინძმარაული საფერავი, 2020, „Kakheti Co”
  15. საფერავი ვაჩნაძიანის ვენახი, 2020, „თბილღვინო“
  16. გლეხური ქისი ქვევრი, 2020, „თელიანი ველი“
  17. გლეხური ხიხვი ქვევრი, 2019, „თელიანი ველი“
  18. გლეხური საფერავი, 2021, „თელიანი ველი“
  19. საფერავი ძელშავი, 2020, „ნაბერაული ვაინსი“
  20. გლეხური კისისხევი საფერავი, 2021, „თელიანი ველი“
  21. კახური No.8, 2020, “თელიანი ველი“
  22. გაუფილტრავი საფერავი, 2021, „თელიანი ველი“
  23. კრახუნა, 2019, „ქინძმარაული მარანი“
  24. საფერავი ქვევრი 13.5, 2020, „ქინძმარაული მარანი“
  25. საფერავი ქვევრი, 2021,  „ქინძმარაული მარანი“
  26. პაპარი ჰილლს, 2020, „მარანი 56“
  27. მუკუზანი, 2020, „წერეთლის მარანი“
  28. ქვევრის ქისი, 2019, „შატო ბუერა“
  29. კლასიკური რეზერვი მერლო, 2019, „შატო ბუერა“
  30. სატრაპეზო მწვანე, 2019, „თელავის ღვინის მარანი“
  31. მარანი საფერავი, 2019, „თელავის ღვინის მარანი“
  32. რეზერვი როიალ გორული მწვანე, 2019, „შატო მუხრანი“
  33. რეზერვი როიალ შავკაპიტო, 2018, „შატო მუხრანი“
  34. იოანე, 2016, „შატო მუხრანი“
  35. რქაწითელი, 2015, „შატო სვანიძე“.

გარდა ოქროსა და ვერცხლის ჯილდოებისა, ბრინჯაოს მედალი დეკანტერის 2022 წლის კონკურსზე მოიპოვა 75-მა ქართულმა ღვინომ.

წელს დეკანტერის ღვინის კონკურსი მეცხრამეტედ გაიმართა. DWWA მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური კონკურსია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული