Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტი – 2019, იანვარი–მაისი

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2972733) და პოლონეთი - 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46254), ისრაელი - 72% (131184), ლიეტუვა - 57% (270564), ბელარუსი - 47% (680906), ესტონეთი - 33% (287582), ნიდერლანდები - 27% (42380), კანადა - 26% (76860), მონღოლეთი - 22% (106452), გერმანია - 9% (274721), რუსეთი - 5% (21372581) და ა.შ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

ისევ ერთპიროვნული ლიდერია რუსეთი, სადაც ამ დროის მანძილზე 21 372 581 ბოთლი ღვინო გავიდა, შვიდჯერ მეტი, ვიდრე უკრაინაში (3 080 562), რომელიც მეორე ადგილზეა ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. შემდეგ მოდიან: ჩინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ლატვია, აშშ, ესტონეთი, გერმანია.

გაიზარდა ბრენდის ექსპორტიც, რუსეთში და სხვ. ქვეყნებში. თუკი 2018 წელს 12 წლის მანძილზე 10 718 048 ბოთლი ბრენდი გავიდა, წელს მხოლოდ 5 თვის მანძილზე უკვე 6 405 659 ბოთლი (0,5) ბრენდი შევიდა რუსეთის ბაზარზე. ქართულ საბრენდე სპირტებზე ყველაზე მეტი მოთხოვნა სომხეთშია (1 533 029 ლიტრი), ასევე საფრანგეთსა (1 479 563) და უკრაინაში (1 438 573).

რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, აქაც თითქმის უცვლელია სიტუაცია წინა წლებთან შედარებით. გაყიდვების ლიდერი კვლავ ქინძმარაულია, შემდეგ მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, ხვანჭკარა (წელს 402 802 ბოთლი ხვანჭკარა გავიდა საქართველოდან), ტვიში და ნაფარეული. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.