Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

4 საერთაშორისო კონკურსი და “თბილღვინოს” 54 ჯილდო

მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსებზე საუბრისას აუცილებელია პირველ რიგში “დეკანტერის” საერთაშორისო კონკურსი ვახსენოთ, მასთან ერთად კი “International Wine Challenge” და “International Wine & Spirit Competition”, რომლის შედეგებიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ “დეკანტერის” კონკურსში “თბილღვინოს” ღვინოებმა 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 13 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. “დეკანტერის” ღვინის საერთაშორისო კონკურსი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კონკურსია მსოფლიოში. ოქროს მედალოსანი ღვინო გახდა 2020 წლის მოსავლის ქვევრის ქისი. ვერცხლის მფლობელი ღვინოებია:

ამბერ ქისი, 2020

ქვევრის რქაწითელი, 2020

ქვევრის მწვანე, 2020

მუკუზანი, 2020

საფერავი ვაჩნაძიანის ვენახი, 2020.

აღსანიშნავია IWC-ის შედეგები, სადაც ოქროს მედლის გარდა “თბილღვინოს” 2021 წლის მოსავლის განსაკუთრებული მარაგის ქისმა ტროფიც, უმაღლესი ჯილდოც დაიმსახურა. IWC ბრიტანული ღვინის კონკურსია, რომელიც 1984 წლიდან ყოველ წელს ტარდება. მთლიანობაში რამდენიმე ასეულმა ჟურის წევრმა 12000-მდე ღვინო გასინჯა. მთლიანობაში ჯილდო “თბილღვინოს” 17-მა ღვინომ აიღო. ვერცხლის მედლის მფლობელი კი შემდეგი ღვინოები გახდა:

ქვევრის მწვანე, 2020

ქვევრის მცვივანი, 2020

მუკუზანი, 2020

ქვევრის საფერავი, 2020

მცვივანი, განსაკუთრებული მარაგი, 2021

საფერავი ვაჩნაძიანის მარანი, 2020. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია International Wine & Spirit Competition, რომელიც 1969 წლიდან ტარდება და რომელშიც ყოველწლიურად 90-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. კონკურსში მინიჭებული ჯილდოები ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში საკმაოდ დიდ წარმატებად ითვლება. ამ კონკურსში “თბილღვინომ" 10 ჯილდო დაიმსახურა. ქვევრის მწვანე 2020-მა 95 ქულა და ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის ჯილდო მიენიჭა შემდეგ ღვინოებს:

მწვანე, 2020

წინანდალი, განსაკუთრებული მარაგი, 2021

ბრენდი, 5 წლიანი დაძველებით

მათ გარდა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 6-მა ღვინომ. 

აღსანიშნავია Texsom International Wine Awards, რომელიც აშშ-ში ყოველწლიურად იმართება. წელს ღვინოებს 40-მდე ჟიურის წევრი აფასებდა, მთლიანობაში 1541 ღვინო დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში საქართველომ 21  მედალი მოიპოვა, მათგან 8 კი “თბილღვინოს” ღვინოებია. უმაღლესი, ჟურის რჩეული ღვინოებია თბილღვინოს 2020 წლის მუკუზანი და წინანდალი. ოქრო აიღო:

ქვევრის მწვანე, 2020

საფერავი, 2021

ვერცხლის ჯილდოს მფლობელი ღვინოებია:

ქისი, 2021

ქვევრის რქაწითელი, 2021

ქისი, განსაკუთრებული მარაგი, 2021

აღსანიშნავია, რომ უცხოური კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ღვინო გადის. ექსპორტი იზრდება, მასთან ერთად კი სხვადასხვა კონკურსებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული