Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

34 ოქრო საქართველოს Mundus Vini-ს ზაფხულის დეგუსტაციაზე

2024 წლის მოსავლის დაწყებამდე, სექტემბრის დასაწყისში 35-ე საერთაშორისო ღვინის გრანდიოზული MUNDUS VINI დასრულდა.წელს ზაფხულის დეგუსტაციის საუკეთესო ღვინოებმა მოიპოვეს ზუსტად 1,600 MUNDUS VINI-ის პრესტიჟული მედალი: ვერცხლი, ოქრო და ჟიურის რჩეულის ჯილდო. 

მიმდინარე წელსაც ყველაზე წარმატებული ქვეყანა იტალია იყო, საერთო ჯამში 465 ჯილდოთი. 24-მა ღვინომ მოიპოვა ყველაზე მაღალი ჯილდო, დიდი ოქრო, 270-მა ღვინომ ოქრო, ხოლო ვერცხლი 171-მა დაიმსახურა.   იტალიას მოსდევს ესპანეთი 278 ჯილდოთი (3 დიდი ოქრო, 159 ოქრო, 116 ვერცხლი) და გერმანია 192 ჯილდოთი (1 დიდი ოქრო, 100 ოქრო, 91 ვერცხლი).  

პირველ ხუთეულში შედის პორტუგალია 120 ჯილდოთი (3 დიდი ოქრო, 71 ოქრო, 46 ვერცხლი) და საფრანგეთი 91 ჯილდოთი (3 დიდი ოქრო, 48 ოქრო, 40 ვერცხლი).

აღმოსავლეთ ევროპა კვლავ წინსვლით გამოირჩეოდა და წელს 175 ჯილდო მოიპოვა: 5 დიდი ოქრო, 108 ოქრო და 62 ვერცხლი. ქვეყნებს შორის ლიდერობს საქართველო 46 ჯილდოთი, რასაც მოსდევს რუმინეთი 43 ჯილდოთი, მოლდოვა (23), ჩეხეთი (16) და ბულგარეთი (13), ასევე ჩრდილოეთ მაკედონია და ხორვატია (9 ჯილდო თითო), სომხეთი (8), უნგრეთი (5) და ბოსნია და ჰერცეგოვინა (3 ჯილდო).

ახალი სამყაროს ღვინოებმა ზაფხულის დეგუსტაციაზე 168 ჯილდო მოიპოვეს (4 დიდი ოქრო, 119 ოქრო და 45 ვერცხლი). სამხრეთ აფრიკა ყველაზე ძლიერად წარდგა 53 ჯილდოთი, მას მიყვება ავსტრალია 45 ჯილდოთი. სიას ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატები (21 ჯილდო), ჩილე (18 ჯილდო), არგენტინა (12), ახალი ზელანდია (10), მექსიკა (8) და ურუგვაი ერთი ვერცხლის ჯილდოთი. ახლა გაგაცნობთ ქართულ ღვინოებს, რომელთაც Mundus Vini-ის ზაფხულის დეგუსტაციაზე ოქრო დაიმსახურეს:

ოქრო:

რქაწითელი, დავარგებული კასრში, “მეღვინეობა ხარება”, 2020;

ქისი-ხიხვი ქვევრი, “ტიფლის მარანი”, 2023;

საბადო გრანდ ქისი ქვევრი, “ბოლერო და კომპანია”, 2021;

ყვარელი, Koncho & Co., 2021;

წინანდალი, “ყვარლის მარანი”, 2023;

მუკუზანი, “რთველისი”, 2022;

ნაფარეული, “რთველისი”, 2022;

აკიდო რქაწითელი ქვევრი, “კორპორაცია ქართული ღვინო, 2022;

საფერავი ქვევრი, “ფალავანი”,2022;

რქაწითელი, დავარგებული კასრში, “მეღვინეობა ხარება”, 2015;

ლეგენდა საფერავი, “მარბანო”, 2022;

ნაფარეული, “ვინოტელი”, 2022;

რქაწითელი, “დავითიანთ მარანი”, 2023;

ქისი მშრალი; “გეველი”, 2023;

ილერკო, “შუმი”, 2020;

იბერული საფერავი ქვევრი; “შუმი”, 2021;

სალომე, “შუმი”, 2017;

ქისი, “ნინო მერის”, 2022;

კრახუნა, “მეღვინეობა ხარება”, 2023;

საფერავი, “ბადაგონი”, 2015;

საფერავი ქვევრი, “ბადაგონი”, 2022;

ქისი ქვევრი, “დუგლაძის ღვინსი კომპანია”, 2023;

საფერავი ქვევრი, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2023;

მუკუზანი, “დუგლაძის ღვინის კომპანია”, 2023;

საფერავი, “ მუკუზნის მარანი”, 2020;

მუკუზანი, “მუკუზნის მარანი”, 2020;

გურემანი მუკუზანი, “გურჯაანის ღვინის მარანი კოტეხი”, 2023;

ალვერდი ტრადიციული, “ბადაგონი”, 2020;

 საფერავი რეზერვი; “ბადაგონი”, 2010;

ნაფარეული იბერიული, “შუმი”, 2022;

მუკუზანი იბერიული, “შუმი” 2022;

საფერავი, “ჩელთი”, 2021;

ქისი ქვევრი, “ჩელთი”, 2022;

საფერავი ქვევრი დავარგებული კასრში, “ჩელთი”, 2019.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული