Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2023 წლის მოსავალი ბორდოშიც დაზარალდა

გარდა იმისა, რომ საქართველოში 2023 წელი საკმაოდ რთული წელი აღმოჩნდა, რის შესახებ სტატიასაც ჩვენს გვერდზე გაეცნობით, ჭრაქით ძალიან ბევრი ვენახი დაზარალდა ბორდოშიც. Decanter-ზე ვკითხულობთ, რომ მეღვინეებს დაავადებისგან გადარჩენილი ვენახების იმედი აქვთ. 

თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო, როდესაც ვაზის ყვავილობა დაიწყო. ეს კი, ჩვეულებრივ, კარგ მოსავალს ნიშნას, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხელი და წვიმიანი ამინდები დაიწყო, ამან ტენიანობა გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ჭრაქის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ კრისტოფ შატომ ისაუბრა, რომელიც ბორდოს ღვინოების ინტერპროფესიული საბჭოს ხელმძღვანელია. Decanter წერს, რომ აგვისტოში ამინდი გაუმჯობესდა და ხალხსაც უფრო მეტი იმედი გაუჩნდა, თუმცა საფრანგეთის სხვა მხარეში, Rhône Valley-ზე ძალიან მაღალმა ტემპერატურამ (42,7) ახალი პრობლემები წარმოშვა, მათ შორის ვენახში სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც. 

როგორც რეგიონალური სოფლის მეურნეობის კოლეგიიდან აცხადებენ, მთლიანობაში ბორდოს ვენახების 90% დაზიანდა ჭრაქით: “ვფიქრობ, ბორდოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი და დამაზიანებელი “შეტევა” სწორედ წელს მოხდა” - აცხადებს სიმონ ბლანშარი, ენოლოგი და Derenoncourt Consultant-ის პარტნიორი. როგორც ჩანს, მერლოს ჯიში ყველაზე მეტად დაზარალდა. თეთრი საღვინე ვაზის ჯიშები, ასე თუ ისე, გადაურჩნენ დაავადებას, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი და მალბეკიც შედარებით მაგრად დახვდნენ ჭრაქს.  ზიანი მნიშნელოვნად განსხვავდებოდა  მწარმოებლებსა და ადგილებს შორის: “ზოგი ამბობს, რომ ნორმალურ მოსავალს ელოდება, ზოგისთვის კი პირიქით, წელი ჩავარდა.” მოსავლის რაოდენობაზე ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვკითხულობთ, თუმცა ბლანშარი აცხადებს, რომ წლევანდელმა წელმა განსაკუთრებით რთულად მცირე ზომის მწარმოებლებისთვის ჩაიარა. 

ბორდოს მერმა, პიერ ჰურმიკმა გასულ კვირაში Blaye-ის რეგიონში ჭრაქით დაზარალებული ვენახები მოინახულა. როგორც ვკითხულობთ, 1300-ზე მეტმა მეღვინემ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. ამის გამოსასწორებლად კი 9500 ჰექტარი ვაზის გაჩეხვას გეგმავენ, რაც ჭარბწარმოების შემცირებას შეუწყობს ხელს. Fabien Teitgen, მეღვინე Château Smith Haut Lafitte-ში აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მამულში მერლოს მოსავლის დაახლოებით 40%-ით შემცირება ჭრაქისა და დაავადების გამო. ვაზის თეთრი ჯიშებისა და კაბერნე სოვინიონის შემთხვევაში კი ზარალი 10%-მდეა. ფრანგ მეღვინეებს სწორედ თეთრი ჯიშების იმედი აქვთ: “ახლა თეთრი ყურძნის რთველს ველოდებით, ყურძენი კარგ გემოს ივითარებს, ძალიან არომატულს, მომწიფებამდე კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება და დიდი იმედით ვართ განწყობილი” - აღნიშნა 29 აგვისტოს Château Séraphine-ის მფლობელმა პომროლში.  

ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა მევენახეთა ნაწილი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი ღვინის ხარისხთან დაკავშირებით, რაოდენობა კი ნამდვილად პრობლემაა. 

Decanter-ში აღნიშნავენ, რომ წითელი მერლოს მოსავლის აღება, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, ხოლო კაბერნესი - თვის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში.
ნიკოლას გლუმინომ, შატო Pichon Comtesse-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მერლოს კრეფა სავარაუდოდ 11 სექტემბერს დაიწყება. სტატიას სრულად გაეცნობით Decanter-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.