Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

14 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2022

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს მთაწიმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, ღვინის კლუბი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და „ლეპერტი“.

წელს ფესტივალში 61 ღვინის კომპანია (დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობა), 89 საოჯახო მარანი და 10 სხვა კომპანია (ღვინის აქსესუარები) მიიღებს მონაწილეობას. სულ ფესტივალის 160 მონაწილეა.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2022 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2022 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ჯეოფოლკი“. ასევე, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო. ჩატარდება თიხის ნაკეთობების მასტერკლასები და სხვა.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა.

ახალი ღვინის ფესტივალზე დაგეგმილისაქველმოქმედო აქციქართული მეღვინეობა უკრაინის მხარდასაჭერად“. აქციისთვის სპეციალური სტიკერები შეიქმნა. ეს სტიკერები შეგხვდებათ იმ კომპანიების ღვინოებზე, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა უკვე გადარიცხეს. ეს თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში ირიცხება.

სტიკერიანი ღვინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად იღებთ მონაწილეობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაში. ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის სტიკერიან ღვინოებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

დაგეგმილი აქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელზე ვრცელდება.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საბანკო ანგარიში უკვე გახსნილია. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ფესტივალამდეც და ფესტივალის დასრულების შემდეგაც.

საქველმოქმედო აქციებით შეგროვებული თანხის რაოდენობა აუცილებლად გასაჯაროვდება. ცნობილი გახდება ის ფონდიც, რომელშიც თანხა გადაირიცხება.

იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მალე დაისადგურებს მშვიდობა და უკრაინელები კვლავ შეძლებენ განაგრძონ მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის.

საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

GE89TB7844536080100014

საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღები: „ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“ აიიპ ღვინის კლუბი.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიები:   

  1. აგრიდა
  2. აკრიანი
  3. ალექსანდრე დისტილერი
  4. ალვაზი
  5. არტიზანი
  6. ბაიას ღვინო
  7. ბრენდვაინ ჯორჯია
  8. გაბრიელის ღვინო
  9. Gogla’s Wine
  10. გურამ ბერუაშვილის მარანი
  11. გურაშვილების მარანი
  12. გურული ღვინოები
  13. ეკლიპსე
  14. ვახტანგ ბერუაშვილის მარანი
  15. ველეულა
  16. ვინივერია
  17. ვისმინო
  18. ვინვინარი
  19. ზურაბ კვირიაშვილის ვენახები
  20. თავანკარი
  21. თბილღვინო
  22. თელიანი ველი
  23. კარდანახი 1888
  24. კორპორაცია ქინძმარაული
  25. ლამისყანა ესთეით
  26. ლომთაძის ოჯახის ღვინო
  27. Loladze Family Winery
  28. მარანი გელოვანი
  29. მარანი კასრელი
  30. მარანი უწყინარი
  31. მარგო
  32. მართალი ღვინო
  33. მეღვინეობა აგიდელა
  34. მეღვინეობა გრემი
  35. მეღვინეობა მელიტონი
  36. მეღვინეობა შუმი
  37. მეღვინეობა ხარება
  38. მილდიანი
  39. ნიკიფორე 
  40. ორთომელი
  41. რთველისი
  42. რტონი
  43. სამთავისის მარანი
  44. სანიკიძე
  45. საწნახელი
  46. საქართველოს სული
  47. ტალერის ტერასები
  48. ფაზენდა
  49. ქვევრი
  50. 39 ქვევრი
  51. ქართული ღვინის სახლი
  52. ქართული ღვინოები (რარე) 
  53. შათირი
  54. შალვინო
  55. ჩალაბრიანი
  56. ძველი თბილისი
  57. წითელაური
  58. ჭონას მარანი
  59. ჭური ჩინებული
  60. ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინო
  61. ჯორჯინო

სხვა კომპანიები და მეწარმეები:

1. ტაბლა ნოვა

2. ღვინის კლუბი

3. ლეპერტ

4. LILE

5. Story by story 

6. MARIAMI Made in Georgia  

7. ფოტია 

8. ნათია დავითელაშვილი - აქსესუარები

9. არტმანი

10. ქეთი მექერიშვილის ქართული მინა

ფესტივალის მონაწილე საოჯახო მარნები:

თბილისი

1. ლაშა ჯანელიძე

მისამართი: თბილისი, სოფ. წავკისი

ღვინო: კახური მწვანე

2. ლაშა  ჩავლეშვილი

მისამართი: თბილისი, კოჯორი

ღვინო: საფერავი

             ქისი

3. ბაქარ ნარსია

მისამართი: თბილისი, პრინევსკის ქ. N8

ღვინო: თავკვერი

              ალადასტური

              თავკვერი

4. თეონა ომარაშვილი

მისამართი: თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქ. 12/16

ღვინო: ღვინო წინანადალი (რქაწითელი -მწვანე 85-15%)

             ღვინო აკურა (რქაწითელი-მწვანე 75-25%) ქვევრი

5. ირაკლი გვაზავა

მისამართი: თბილისი, ოქროყანა

ღვინო: რქაწითელი

             ოჯალეში

6. ხიტირის მარანი

მისამართი: თბილისი, ნ. ქაშაქაშვილის ქ 35

ღვინო: საფერავი

7. თამარ ვაჩაძე

მისამართი: თბილისი ჭავჭავაძის გამზირი 83,

ღვინო: ქისი

8. გიორგი  მაისურაძე, "ქართული ღვინის ხელოვნება"

მისამართი: თბილისი, ფერისვცალების ქ. 20

ღვინო: საფერავი

9. ლუკა ალუღიშვილი

მისამართი: თბილისი,ჭავჭავაძის გამ. 53ა

ღვინო: საფერავი

10. ირაკლი ჩოლობარგია

მისამართი: თბილისი, აბაშიძის 68

ღვინო: პინო შავი

            პინო თეთრი

კახეთი

11. გურამ ჯანიაშვილი

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კალაური

ღვინო: ხიხვი

             რქაწითელი

12. ლევან საკანდელიძე, „სამისი“

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაჩნაძიანი

ღვინო: ხიხვი

13. ვაჟა კასრელიშვილი

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაჩნაძიანი

ღვინო: ჩიტისთვალა 13

14. მარინა კაკიაშვილი - რუაძე

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩუმლაყი

ღვინო: საფერავი

15. ილია ბაწაშვილი

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაკურციხე

ღვინო: რქაწითელი, ხიხვი

16. ვაჟა უზუნაშვილი

მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუკუზანი

ღვინო: მწვანე

              საფერავი

17. კონსტანტინე ქოჩიშვილი "ქოჩიშვილის ღვინის მარანი"

მისამართი: თელავი, ღვთისმშობლის ქ.N25

ღვინო: საფერავი

18. თაკო ჟურული "ჟუკა-სანოს მარანი"

მისამართი: თელავი, სოფ. რუისპირი

ღვინო: რქაწითელი - იყალთოს რქაწითელი

19. ბაკურ  მოლაშვილი

მისამართი: თელავი, ი. ჭავჭავაძის 245

ღვინო: ხიხვი

             ქისი

             ქისი, ხიხვი

20. თამარ ხვედელიძე, „ორთა“

მისამართი: თელავი, სოფ. შალაური

ღვინო: მწვანე

21. მარიამ  ალუღიშვილი

მისამართი: თელავი, სოფ. წინანდალი

ღვინო: საფერავი

22. ნიკოლოზ ბრეგვაძე

მისამართი: ლაგოდეხის მუნიც., სოფ. წინანდალი

ღვინო: ქისი

23. ნოდარ ლატიბაშვილი

მისამართი: საგარეჯო, არაყიშვილის ქ 9

ღვინო: შავი რქაწითელი

24. დავით ცანკაშვილი

მისამართი: საგარეჯო, სოფ. ყანდაურა

ღვინო: საფერავი

25. ვაჟა  ნახუცრიშვილი

მისამართი: საგარეჯო, სოფ. ხაშმი

ღვინო: საფერავი

26. იოსებ ჯიმშელაძე

მისამართი: საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი

ღვინო: საფერავი

27. დავით კაჭკაჭაშვილი

მისამართი: სიღნაღი, სოფ. ნუკრიანი

ღვინო: რქაწითელი

28. ალექსი ჭანკოტაძე

მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი,  სოფ. ახალსოფელი

ღვინო: მწვანე კახური

ქართლი

29. ირაკლი გეწაძე

მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი

ღვინო: თავკვერი

             ჩინური

             ჩინური

30. ნიკა ოქრუაშვილი

მისამართი: მცხეთა

ღვინო: კახური მწვანე

31. ლევან კბილცეცხლაშვილი

მისამართი: მცხეთა, სოფ. ნავაზი

ღვინო: საფერავი

             თავკვერი

            რქაწითელი წარაფი

            ჩინური

32. გივი ადეიშვილი

მისამართი: მცხეთა, საგურამო

ღვინო: ქისი

33. ნიკოლოზ კაპანაძე

მისამართი: ბოლნისი, ოპიზრების 13

ღვინო: რქაწითელი

34. "მამისეული მარანი"

მისამართი: ბოლნისი, სოფ. ხატისოფელი

ღვინო: თავკვერი

           რქაწითელი

35. ავთანდილ უგრეხელიძე - უგრეხელას მარანი

მისამართი: ბოლნისი, რევაზ ლაღიძის #12

ღვინო: რქაწითელი

36. გურამ ავქოფაშვილი, „ძმების მარანი“

მისამართი: ბოლნისი, ი. ჭავჭავაძის ქ.,  N 97

ღვინო: ჩინური 90%, საფერავი 10%

37. თორნიკე შერაზადიშვილი

მისამართი: ბოლნისი, სულხან საბას ქ 82

ღვინო: საფერავი

რქაწითელი

38. გოჩა ლიპარტელიანი "ბოლნისის ოქროს საწმისი"

მისამართი: ბოლნისი, ჯავახიშვილის 11

ღვინო: ჩინებული 80%, რქაწითელი 20%

39. გიორგი ხმელიძე "ხმელოს მარანი"

მისამართი: ბოლნისი, ჭავჭავაძის 15              

ღვინო: საფერავი

             შავკაპიტო

40. ნუცა ნოზაძე, „შანოს საოჯახო მარანი"

მისამართი: მარტყოფი, სააგარაკე მეურნეობა მზიანეთი        

ღვინო: ბუდეშურისებრი საფერავი

41. დავით ლაშხი

მისამართი: თეთრი წყაროს რაიონი, სოფ. ასურეთი

ღვინო: ასურეთული წითელი (შალა)

42. არტურ აკოპიან

მისამართი: მარნეული, სოფ. თამარისი

ღვინო: საფერავი

43. თეიმურაზ გიუაშვილი

მისამართი: გორი, სოფ. ხიდისთავი

ღვინო: თავკვერი

ჩინური-გორული მწვანე

44. ლევან სამადალაშვილი

მისამართი: გორი, სოფ. ხიდისთავი

ღვინო: თავკვერი

45. უჩა ხახუტაშვილი

მისამართი: გორის რაიონი, სოფელი წედისი

ღვინო: თავკვერი

46. დავით გერმანოზაშვილი

მისამართი: კასპის რაიონი, სოფ. კალოუბანი             

ღვინო: თავკვერი

გორული მწვანე

47. გიორგი ცაბოლაშვილი

მისამართი: ზემო ხანდაკი  

ღვინო: ჩინებული

48. კაპიტოს მარანი

მისამართი: ზემო ხანდაკი  

ღვინო: დანახარული

თავკვერი

49. ნიკოლოზ ხოკრიშვილი

მისამართი: ქართლი, სოფ. ლამისყანა            

ღვინო: რქაწითელი

            თავკვერი -ჩინებული-გორული მწვანე

            ჩინებული-გორული მწვანე

            თავკვერი

იმერეთი

50. ზურა ღვალაძე

მისამართი: ბაღდათი, სოფ. მეორე ობჩა

ღვინო: ცოლიკოური

ციცქა

51. ირაკლი  ღვალაძე

მისამართი: ბაღდათი, მეორე ობჩა

ღვინო: ციცქა-ცოლიკური

კრახუნა

52. დავით ლელაძე

მისამართი: ბაღდათი, სოფ. როხი

ღვინო: ცოლიკოური

             ციცქა

53. მირიან იოსებაშვილი

მისამართი: ბაღდათი,  სოფ. ფერსათი

ღვინო: კუნძა

54. ირაკლი მინაძე

მისამართი: ბაღდათი,  სოფ. ფერსათი

ღვინო: კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური

55. გივი ნემსაძე

მისამართი: ბაღდათი,  სოფ. ფერსათი

ღვინო: ციცქა, ცოლიკაური

56. ნანო რუხაძე

მისამართი: ზესტაფონი

ღვინო: ოცხანური საფერე

ცოლიკაური

57. "მშვენიერაძეების მარანი"

მისამართი: ზესტაფონი, სოფ. ცხენთარო

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

58. დავით ჯუღელი

მისამართი: ზესტაფონი, სოფ. მეორე სვირი

ღვინო: შავი კრახუნა

კრახუნა-ციცქა

59. მეღვინეობა "იმერეთის მარგალიტი"

მისამართი: ზესტაფონი, სოფ. კვალითი

ღვინო: ოჯალეში

            ოცხანური საფერე

60. ლაშა ლომიძე

მისამართი: ზესტაფონი, გ.ფერაძის 53

ღვინო: კრახუნა

61. ცოტნე  გიორგაძე

მისამართი: თერჯოლა

ღვინო: ოცხანური, ძელშავი, ციცქა, ცოლიკაური

62. გოგი  უგრეხელიძე

მისამართი: თერჯოლა

ღვინო: ოცხანური საფერე

            ცოლიკაური

           ციცქა

63. ლერი ბარდაველიძე

მისამართი: თერჯოლა, ზედა სიმონეთი

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

64. შენგელი ჭანტურიძე

მისამართი: თერჯოლა, სოფ. ზედა საზანო

ღვინო: კრახუნა

65. გივი ჩუბინიძე

მისამართი: თერჯოლა

ღვინო: ციცქა

66. უჩა მაჭარაშვილი

მისამართი: საჩხერე, სოფ. მახათაური

ღვინო: რკო ვარდისფერი

67.როინ სადღობელაშვილი

მისამართი: საჩხერე, სოფ. ჭალა

ღვინო: რქაწითელი

68. შალვა სიხარულიძე

მისამართი: ქუთაისი

ღვინო: ციცქა

ოჯალეში

69. მალხაზ მურუსიძე

მისამართი: ქუთაისი, ბუხაიძის მეორე მ/რ 32/52

ღვინო: ცოლიკოური

70. ოტია იოსელიანი

მისამართი: წყალტუბო, ხელოვნების ქ 1

ღვინო: ოცხანური საფერე

71. დავით ჩაჩანიძე

მისამართი: ჭიათურა, მერაბ კილაძის ქ. 10

ღვინო: ციცქა და ცოლიკაური

             ძელშავი

            ძელშავი

რაჭა-ლეჩხუმი

72. ზურაბ მაისაშვილი

მისამართი: ამბროლაური, სოფ. წესი

ღვინო: წულუკიძის თეთრა

            ცოლიკაური

            მუჯურეთული

            ძელშავი

73. ჭრებალოს მარანი

მისამართი: ამბროლაური, სოფ. ჭრებალო   

ღვინო: ტვიში

             ალექსანდროული, მუჯურეთული

74. ლევან ხმელიძე

მისამართი: ცაგერი, სოფ. ქორენიში

ღვინო: ლეჩხუმის ცოლიკაური

75. ისიდორე უჩაძე

მისამართი: ცაგერის რაიონი, სოფ. უცხერი 

ღვინო: ცოლიკოური

76. გიორგი გოლეთიანი

მისამართი: ცაგერი, სოფ. ორბელი   

ღვინო: ოჯალეში

            ცოლიკაური

77. დათო ჩაკვეტაძე

მისამართი: ცაგერი, სოფ. ზუბი        

ღვინო: ცოლიკოური

78. დიანოზ კენჭაძე

მისამართი: ცაგერი, სოფ. ორხევი     

ღვინო: მწვანე ცოლიკაური (მშრალი)

მწვანე ცოლიკაური (ნახ. ტკბილი)

79. მირანდა ჩხეტიანი

მისამართი: ცაგერი, სოფ. ტვიში                       

ღვინო: ცოლიკოური

80. თამაზ ასათიანი

მისამართი: ცაგერი, სოფ. ტვიში                       

ღვინო:  ტვიშის ცოლიკოური

81. დავით ტურაბელიძე

მისამართი: ცაგერი, სოფ. ოყურეში                 

ღვინო: ცოლიკოური

გურია

82. ვახუშტი მენაბდე "მენაბდის მარანი"

მისამართი: ოზურგეთი, სოფ. შემოქმედი                     

ღვინო: ჩხავერი

83. გია ჯამბერიძე

მისამართი: ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული                        

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

84. თეიმურაზ შარაშიძე

მისამართი: ჩოხატაური, სოფ. ბუკისციხე                     

ღვინო: მტევანდიდი

სხილათუბანი

ჩხავერი

85. ტარიელ კობიძე

მისამართი: ჩოხატაური, სოფ. ერკეთი                           

ღვინო: ჩხავერი (თეთრი)

ჩხავერი (ვარდისფერი)

86. ბესიკ მეფარიშვილი

მისამართი: ჩოხატაური, სოფ. ფარცხმა                         

ღვინო: ჩხავერი (თეთრი)

ჩხავერი (ვარდისფერი)

აჭარა

87. ლუკა ბიბინეიშვილი

მისამართი: ბათუმი. სოხუმის ქ 49                  

ღვინო: ჩხავერი

88. არჩილ ცინცაძე

მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, იბერიის ქ. 23      

ღვინო: ოჯალეში

89. გიორგი დავითაძე

მისამართი: ბათუმი, გიორგი ბრწყონვალეს 24          

ღვინო: უსახელოური

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული