Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

1 პლატინა, 21 ვერცხლი, 51 ბრინჯაო ქართულ ღვინოს - Decanter World Wine Awards 2018-ის შედეგები

29 მაისს, ღვინის სამყაროში, მსოფლიოს ავტორიტეტული ღვინის კონკურსის, Decanter World Wine Awards 2018-ის შედეგები გახდა ცნობილი.

World Wine Awards 2018-ის ჟიურიმ  სულ 50 საუკეთესო მედალი - Best in Show, 149 პლატინა, 240 ოქრო, 3,454 ვერცხლი, 7,079 ბრინჯაო გასცა. ქართულმა ღვინომ 1 პლატინა, 21 ვერცხლი, 51 ბრინჯაო დაიმსახურა.

წელს საკონკურსოდ, მსოფლიოს 33 ქვეყნის 275-მა სახელოვანმა ღვინის ექსპერტმა, (მათ შორის იყო 59 ღვინის მაგისტრი და 25 მაგისტრი სომელიე) 16,903 ღვინო გასინჯა. ბრმა დეგუსტაციების დროს, ჟიურის წევრებმა არ იცოდნენ ღვინის მწარმოებლის სახელი, მაგრამ ღვინის რეგიონი, სტილი ცნობილი იყო. 

Decanter-ი შედეგების მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ წელს კონკურსზე ბევრი ღვინო იმ რეგიონებიდან და ქვეყნებიდან წარსდგა, რომლებიც პირველად, ან ხელახლა  გამოჩნდნენ ღვინის საერთაშორისო სცენაზე. აღმოსავლეთ ევროპა კი წლევანდელი შეფასებების მიხედვით საყურადღებოდ მიაჩნიათ.

ჩეხეთის რესპუბლიკამ  პლატინის მედალი აიღო (Vinařství Gotberg, Ryzlink Rýnský, Moravia, Czech Republic 2016), ისევე როგორც მაკედონიამ (Tikveš, Barovo, Povardarje, Macedonia 2015; made using Kratošija and Vranac, a variety indigenous to the Balkans) და საქართველომ (მარანული, ქვევრის ქისი, 2017).

21 ვერცხლი დაიმსახურა - ასკანელი ძმების, ბადაგონის, Bolero & Company, შატო მუხრანის, გურამიშვილის მარანის, თელავის ღვინის მარანის, ხარებას, მაყაშვილის მარნის, ქინძმარაულის მარანის, თბილღვინოს, თელიანი ველის ღვინოებმა.

51 ბრინჯაო - ასკანელის, ბადაგონის, ბატონოს, ბოლეროს, კორპორაცია ქინძმარაულის, ქართული ღვინის სახლის, გურამიშვილის მარანი, ივერიის, თელავის ღვინის მარანის, კახური ტრადიციული მეღვინეობის, კახური ღვინის მარანის, ქინძმარაულის მარანის, კონჭო და კო-ს, ლიპარტიანის, ლოლაძის საოჯახო მარანის, მაყაშვილის მარანის, შუხმანის, შილდას, თამადას, თბილღვინოს, თელიანი ველის ღვინოებს ერგოთ.

სრული ჩამონათვალი მედალოსანი ღვინოების შეგიძლიათ იხილოთ აქ - DWWA 2018 results.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.