Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

1 ოქტომბერი, ფესტივალი - ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017

1ოქტომბერს, საქართველოს ღვინის კლუბი "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ტარდება, გიწვევთ საფესტივალო აქციაზე: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017".

ღონისძიება #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, 11:00-დან 18:00 საათამდე), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები, გაესაუბრონ მათ შემქმნელებს, მიიღონ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რა ღვინოებს აწარმოებენ, სად ყიდიან და ა.შ.

აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.

თქვენ გელით ბევრი და სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი მისაყოლებელი და საინტერესო გარემო.

დასწრება თავისუფალია!

1 ოქტომბერი, მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017, მონაწილეობას მიიღებს 39 მცირე მარანი:

  1. ალაფიანის მარანი
  2. ახმეტის ღვინის სახლი
  3. ბაბანეურის მარანი
  4. ბაიას ღვინო
  5. ბინა N37
  6. გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი
  7. დასაბამი
  8. დორემი
  9. ეთნო
  10. ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი
  11. ვაჟა გეთიაშვილის მარანი
  12. ზურაბ ღვალაძე
  13. იმერული ღვინის კომპანია
  14. ირაკლი ბლუიშვილი Bluis's Wine
  15. ლექსოს მარანი
  16. ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა
  17. მათიაშვილის მარანი
  18. მარანი სანავარდო
  19. მარანი ძველ უბანში
  20. ნაოტარი
  21. ნაოტრები
  22. ნოდარ ბაღაშვილის მარანი
  23. ოყურეშის მარანი
  24. საგვარეულო მარანი
  25. საქართველოს სული
  26. სესიაშვილის მარანი
  27. სიმონ ჩხეიძის მარანი
  28. ტოგონიძის ღვინო
  29. ქართული ღვინოები
  30. ქართული ღვინის მემკვიდრეობა
  31. ქვევვრი ამორის
  32. შატო ატენი
  33. შატო ხაშმი
  34. ჩვენი ღვინო
  35. ძმების მარანი
  36. ხვთისიას ღვინო
  37. ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები
  38. Velino
  39. Winifera

1 ოქტომბერს საფესტივალო აქციაზე წარმოდგენილი იქნება სხვა კომპანიები

  1. Zigie, Liebherr - ღვინის მაცივრები
  2. ტაბლა ნოვა

და მცირე მეწარმეები:

არტმანი
ფოტია
ტიხრული მინანქარი - მარიამ ბარჯაძე

ფოტოები გადაღებულია 2016 წლის ფესტივალზე, ავტორი - ირმა იანტბელიძე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017



მე გახლავართ გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორი, უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბატონებს: მალხაზ ხარბედიას და გიორგი სამანიშვილს, მათთან ერთად ყველა ოგანიზატორს, ასეთი საინტერესო და აუცილებელი ფესტივალის ჩატარებისთვის, რადგან ამით წარმოჩინდება ბევრი ახალი მარანი და გამოვლენ ფართო ასპარეზზე, ძალიან მიხარია, რომ მათ შორის ჩვენგან სოფელ ატენიდან, სოსო ვანიშვილის მარანი ,,შატო ატენი" მონაწილეობს, წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული