1ოქტომბერს, საქართველოს ღვინის კლუბი "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ტარდება, გიწვევთ საფესტივალო აქციაზე: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017".
ღონისძიება #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, 11:00-დან 18:00 საათამდე), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები, გაესაუბრონ მათ შემქმნელებს, მიიღონ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რა ღვინოებს აწარმოებენ, სად ყიდიან და ა.შ.
აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.
თქვენ გელით ბევრი და სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი მისაყოლებელი და საინტერესო გარემო.
დასწრება თავისუფალია!
1 ოქტომბერი, მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017, მონაწილეობას მიიღებს 39 მცირე მარანი:
1 ოქტომბერს საფესტივალო აქციაზე წარმოდგენილი იქნება სხვა კომპანიები
და მცირე მეწარმეები:
არტმანი
ფოტია
ტიხრული მინანქარი - მარიამ ბარჯაძე
ფოტოები გადაღებულია 2016 წლის ფესტივალზე, ავტორი - ირმა იანტბელიძე.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017