Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ალექსანდრე - 5 იანვარი, 2014 - 21:50

ძალიან გემრიელი ღვინოა. რბილი, მაგრამ საკმარისი ტანინებით. ძალიან მოეწონა ასევე ჩემ გერმანელ მეგობარს. დიდი მადლობა
ალექსანდრე - 31 დეკემბერი, 2013 - 06:41

მართლაც გემრიელი ღვინოა. მით უმეტეს მისი ფასის გათვალისწინებით, რასაც სიმართლე გითხრათ არ მოველოდი.
ალექსანდრე - 31 დეკემბერი, 2013 - 06:34

ეს ღვინო დავლიე და სამწუხაროდ არაფრით დამამახსოვრდა. მართლაც მარტო ცქრიალა ღვინოს შთაბეჭდილებას ტოვებდა და მეტი არაფერი.
ალექსანდრე - 31 დეკემბერი, 2013 - 06:28

ჩემის აზრით ლიტრობით ღვინის სმას უნდა დავანებოთ თავი და მერე მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში "პახმელიაზე" გამოსვლის ფიქრის ნაცვლად, ბევრი საქმის კეთებაზე რომ იყოს გადასული, ქვეყანასაც ეშველება და ღვინის განვითარებასაც. მე მაგალითად ბოლო წელს სულ ორჯერ გავსინჯე ქვევრის ღვინო, მაგრამ იმის მაგივრათ რომ გამომტყვრალვიყავი, უფრო ღვინის გემო მაინტერესებდა და მაგიტომაც 20 ან 30 ლარი (ეგეთი ღვინოებიც არსებობს) არ მენანება სიამოვნების მიღებისთვის. ანუ ჯობს ცოტა და ხარისხიანი. მაგრამ ბევრ ღვინოს გაბერილი ფასები რომ აქვს საქართველოში, ესეც რეალობაა. ამიტომ მე ყოველთვის ღვინის მწარმოებელსაც ვაკვირდები.
ვამეხ ვახვარი - 31 დეკემბერი, 2013 - 00:40

ქვეყანაში სიღატაკე სუფევს და ქართულ ღვინოებს 80 და 100 ლარები ადევთ. ჩამოსასხმელი ათი ლარი ღირს და თურმე ვისაც ეძვირება იმან ცივი წყალი დალიოს. რით უნდა გაამართლო ეს. ვიღაცა ზემოთ ალავერდზე და მის "ლეგენდაზე" საუბრობდა, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ მაიკლ პორტერის წიგნების ზედმეტად კითხვას, რეალობისთვის შეგვეხედა თვალებში ის აჯობებდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, სადაც საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს და პლუს ამას ეს ხელფასი უზომოდ არათანაბრადაა გადანაწილებული. ვიღაცა კიდე მაკროეკონომიკის სპეციალისტი აღმოჩნდა და გვიხსნის რანაირად ყალიბდება ფასი ბაზარზე. როცა შენი მთავარი კლიენტი სახელმწიფო და მისი ორგანიზებით მოწყობილი ბანკეტებია, მაშინ ლაპარაკი არ შეიძლება იყოს მოთხოვნა მიწოდებაზე და მსგავს ბოდვაზე. ამას რეგულირებული სფერო ქვია ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში. ჩვეულებრივი ქართველი ღვინის მოყვარული რო ღვინოს ვერ გასინჯავს საგანგაშოა ეს ფაქტი. ...და ჩვენ ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ვაპირებთ?
ვამეხ ვახვარი - 30 დეკემბერი, 2013 - 01:27

ჩემი აზრით სწორიცაა რო არ სთავაზობენ, შემდეგი მიზეზების გამო: 1. უცხოელისთვის რთული გასაგებია, როგორ შეიძლება ერთ ჯერზე გამოცალო თუნდაც ჩვეულებრივი ჭიქა ღვინო (საუბარი არაა განსხვავებულ სასმელზე). 2. ღვინის კლასიკურ ბოკალებს თავიანთი ფუნქციები აქვთ, რაც ღვინის სმას უფრო სასიამოვნოს ხდის. ქართული განსხვავებულების უმეტესობას ეს ფუნქცია არ გააჩნია და პრაქტიკული გამოყენება ასეთი სასმისებისა უცხოელისთვის ფაქტიურად ნულის ტოლია. 3. აქედან გამომდინარე, განსხვავებულ სასმისს უცხოელისთვის მხოლოდ სუვენირის დანიშნულება თუ ექნება და თუ ეს ასეა, მაგისთვის სუვენირების მაღაზიები არსებობენ, სადაც შეიძლება მათი შეძენა. 4. მე უზომოდ ვაფასებ თითქმის ყველაფერს ქართულ ტრადიციულს, მაგრამ ის, რომ განსხვავებული სასმისები უცხოელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ, ჩვენგან შექმნილი მითია.
თამუნა - 29 დეკემბერი, 2013 - 23:33

იცით რა მაინტერესებს? რატომ არა აქვს სარესტორნო ქსელებს იმისი დაინტერესება ან სურვილი,რომ განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისათვის შეთავაზებული იყოს ის განსხვავებული სასმისები,რაც ხაზს გაუსვამს ძველი ქართული სასმისების ისტორიას და ამით წარუშლელ კვალს დატოვებს მათ მეხსიერებაში
ვამეხ ვახვარი - 29 დეკემბერი, 2013 - 00:36

დასაყრდნობი წყაროა, თუმცა იქ ერთ-ერთ უძველეს მარანზეა ლაპარაკი. არავინ არაფერში შეგვედავოს ღვინოსთან დაკავშირებით, თორე კიდე უფრო ძველ გათხრებს აღმოუჩენთ :)
მალხაზ ხარბედია - 28 დეკემბერი, 2013 - 22:13

ქართული ღვინის იმიჯზე სულ გვიწევს ჩვენ საუბარი ბოლო წლების მანძილზე. ამ საიტზეც ნახავთ არაერთ მასალას. მომავალ წელს კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება პოლემიკა ამასთან დაკავშირებით :)

ესეც წყარო:

http://www.nytimes.com/2013/11/23/science/in-ruins-of-palace-a-wine-with-hints-of-cinnamon-and-top-notes-of-antiquity.html?_r=0


Anonymous - 28 დეკემბერი, 2013 - 02:24

მსგავსი სისულელე არ გეთქვათ .. ))) ისაუბრებ ემოციურად და წვეთი არ დარჩება
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული