კახური ყურძენი გურიაშიც გაიყიდება
გამოქვეყნებულია: 30 სექტემბერი, 2008 - 14:18
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, ქალაქის ტერიტორიაზე, გურიისა და ერისთავის ქუჩებზე სპეციალური ადგილები გამოიყო, სადაც კახეთიდან ჩატანილი ყურძენი გაიყიდება.
“ვაჭრობა განხორციელდება მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების, ასევე სხვა ნორმებისა და წესების გათვალისწინებით.