Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საღანაკი კრევეტებით

საჭირო მასალა: 1-2 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 200 გ კანგაცლილი დაკონსერვებული პამიდორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 350 გ გარჩეული კრევეტები, 1/4 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 0,5 ჩ.კ. შაქარი, 150 გ ყველი ფეტა, 4-5 ღერი ბაზილიკი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი და ხახვი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. პამიდორი მსუბუქად დავჭყლიტოთ. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ ხახვი და 5-6 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ნიორი, კრევეტები, ღვინო და 2 წუთი ვადუღოთ. დავაყაროთ შაქარი, პილპილი, მარილი და პამიდორი. დავუწიოთ ცეცხლს და 5-7 წუთი თავდახურული ვშუშოთ. ყველი პატარა კუბებად დავჭრათ. ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოვათავსოთ კერძი, ზემოდან მოვაყაროთ ყველი და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-6 წუთით შევდგათ. როდესაც ყველი დადნება და გაოქროსფერდება, გამოვიღოთ და დაჭრილი ბაზილიკი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.