Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვკითხულობთ ეტიკეტს – გერმანია/ესპანეთი

გერმანია
 
ვინტაჟი
გერმანული კანონებით ღვინის ეტიკეტზე კონკრეტულ წელიწადს იმ შემთხვევაში მიუთითებენ, თუ იგი ამ წლის მოსავლის არანაკლებ 85%-ს შეიცავს.
 
Zeller
მიუთითებს იმაზე, რომ ღვინო დამზადებულია კომუნა Zeller-ში, მდინარე მოზელის დაბლობზე მოკრეფილი ყურძნიდან. გერმანიაში  “-er” სუფიქსი იმ ადგილის სახელწოდებას ერთვის, საიდანაც ღვინოა წარმოშობილი.
 
მიმწოდებლის სახელი და მისამართი
კომპანიის მისამართი, რომელიც ღვინოს ბოთლებში ასხამს, გერმანულ ეტიკეტებზე აუცილებლად არის მითითებული.
 
AP
AP (Amtliche Prufnummer/Amtliche Prufungsnummer – სიტყვასიტყვით, "ოფიციალური სინჯის ნომერი") – ღვინის თითოეული პარტიისთვის არსებობს უნიკალური კოდი, რომელიც აღნიშნავს, რომ სასმელმა გემოვნებითი თვისებებისა და ლაბორატორიული ანალიზის ტესტი გაიარა. AP ნომრის მითითება სავალდებულოა Qba (ხარისხიანი ღვინო გარკვეული რეგიონიდან) და QmP (ხარისხიანი ღვინო განსაკუთრებული მახასიათებლებით) ღვინოებისთვის.
 
მოცულობა
ბოთლის მოცულობა აუცილებლად არის მითითებული ყველა სახისა და ხარისხის ღვინის ეტიკეტზე.
 
 
სიმაგრე
საექსპორტო ღვინოთა ეტიკეტზე აუცილებლად მიუთითებენ ალკოჰოლის პროცენტულ შემცველობას.
 
 
წარმოებულია გერმანიაში
ღვინის თითოეულ საექსპორტო ბოთლზე წარწერა ისე უნდა განთავსდეს, რომ კარგად იყოს შესამჩნევი და გარკვევით იკითხებოდეს. თუ ეტიკეტზე მწარმოებელი ქვეყანა მითითებული არ არის, ეს ნიშნავს, რომ ღვინო დამზადებულია გერმანიის ფარგლებს გარეთ მოყვანილი ყურძნისგან.
 
რეგიონი
მოზელ-საარ-რიუვერი – ერთ-ერთია 11 დემარკირებული რეგიონიდან, რომელთაც გერმანიაში anbaugebiete-ს უწოდებენ. რეგიონის სახელწოდება აუცილებლად უნდა იყოს მითითებული Qba და QmP ღვინოთა ეტიკეტებზე. "მხარის ღვინოების" (landwein) შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს 15 რაიონიდან ერთ-ერთი, სადაც ამ დონის სასმელი იწარმოება.
 
Qualitatswein
იმისთვის, რომ ღვინო ქვალისტეტსვაინად იწოდებოდეს, ეტიკეტზე მითითებული ერთადერთ ოლქში მოყვანილი ყურძნიდან უნდა იყოს დაყენებული და ყურძნის კონკრეტული ჯიშის დახასიათებას შეესაბამებოდეს. უფრო მაღალი დონე Qualitatswein mit Pradikat (QmP)  - "განსაკუთრებული სიმწიფისა" და "გამორჩეული მოსავლის" ქვალიტეტსვაინია.
 
 ესპანეთი
 
სახელწოდება
ღვინის სახელწოდებად შეიძლება გამოიყენონ სპეციალური სავაჭრო მარკა, კონკრეტული ვენახის ან სულაც, მარნის სახელი. Bodega - ესპანური მარანია. ამ სიტყვას ესპანური კომპანიები ხშირად იყენებენ ოფიციალურ სახელწოდებაში.
 
აპელასიონი
რიოხა - ერთადერთი აპელასიონია ესპანეთში, რომლის ღვინოებს Denominacion de Origen Calificada ოფიციალური სტატუსი ენიჭება და ეტიკეტზე რეგიონის სახელწოდების ქვეშ აღინიშნება. ესპანეთის სხვა რეგიონთა ღვინის ეტიკეტებზე ხშირად მითითებულია Denominacion de Origen, რაც მოწმობს იმას, რომ ღვინის ხარისხი ფორმალურად კონტროლდება, ან vino de la tierra (სიტყვასიტყვით, "სოფლის ღვინო," სინამდვილეში ეს ტერმინი ფრანგულ VDQS-ს შეესაბამება), ან vino comarcal (vin de pays, ანუ მხარის ღვინის ექვივალენტი).
 
მაკონტროლებელი ორგანიზაციის შტამპი
ასეთი შტამპი, რომელიც ღვინის ხარისხის გარანტიას უზრუნველყოფს, შეიძლება აღნიშნული იყოს არა მხოლოდ ეტიკეტზე, არამედ საცობზეც.
 
ვინტაჟი
1986 წელს, ესპანეთის ევროკავშირში შესვლის შემდეგ ეტიკეტზე აღინიშნება ვინტაჟის წელი, თუ პროდუქტი შეიცავს მითითებული წლის მოსავლის არანაკლებ 85%-ისა. 
 
 
Gran Reserva
ეს განმარტება, ჩვეულებრივ, საუკეთესო ვინტაჟებს ახლავს, რომელთაც მრავალწლოვანი დაძველების პოტენციალი გამოავლინეს. Gran Reserva წითელი ღვინოები მუხაში – ორ, ბოთლში კი სამ წელიწადს (ან პირიქით) ძველდება. თეთრი და ვარდისფერი ღვინოები ოთხწლიან დაძველებას მოითხოვს, ამაში შედის მუხის კასრში სულ ცოტა, 6-თვიანი დაძველება. რიოხაშიც კი Gran Reserva ღვინოები აპელასიონის პროდუქციის მხოლოდ 15%-ს შეადგენს. უფრო გავრცელებულია Reserva-ს ტიპის ღვინოები.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული