Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მიდიები სტაფილოთი და ყაბაყით

საჭირო მასალა: 2 ცალი მოზრდილი ყაბაყი, 300 გ. გაყინული მიდია, 1-2 ცალი სტაფილო, 1/4 ჩ.კ. დაფქვილი ჯანჯაფილი, დანის წვერით კურკუმა (ყვითელი კოჭა), 1 თავი ხახვი, წითელი წიწაკა და მარილი – გემოვნებით. 2/3 ჭიქა ზეთი.

მომზადება: ყაბაყი გავთალოთ, დავჭრათ მრგვლად, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში. მსხვილად გავხეხოთ სტაფილო და ალყა-ალყა დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ 3 ს.კ. ზეთში, 1 წუთის შემდეგ დავუმატოთ მარილი, ჯანჯაფილი, კურკუმა და წითელი წიწაკა. როდესაც სტაფილო ნახევრად მოიშუშება, დავაყაროთ მიდიები და 3-4 წუთი კიდევ ვშუშოთ. სტაფილო არ უნდა იყოს ძალიან ჩარბილებული. მიდიები და ყაბაყი მივირთვათ ბრინჯთან ერთად. 
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.