35.00 ლარი
თბილღვინოს ბოლო ვინტაჟის განსაკუთრებული მარაგის საფერავია. ძალიან ახალგაზრდა, ფერზეც ჟოლოსფერია, იასამნისფერი რკალით. სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება, გასინჯვისას თავდაპირველად მცენარეული სურნელები ჩნდება, რომელთაც სულ მალე ალუბლის მძაფრი და ძლიერი ტონები ცვლის. ამ ღვინოს ყველაფერი წინა აქვს, დაძველების კარგი პოტენციალი გააჩნია და რამდენიმე წელიწადში იმედია თავის საუკეთესო ფორმას მიაღწევს.
2012 წლის დეკემბრის დახასიათება
შარშანდელთან შედარებით ღვინო ნამდვილად შეცვლილია, ძალიან დახვეწილი ფერი აქვს, სადაც ჟოლოსფერი ჭარბობს. სურნელში თავდაპირველად მუხის მსუბუქ კვალს იგრძნობთ, რომელიც ლეღვისა და შავი ქლიავის მძლავრ ტალღებში გადაიზრდება. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, სადაც დაფნა და სხვა საკმაზები იჩენს თავს. მიაყოლეთ ნაკვერჩხალზე შემწვარ ღორის მწვადს, ბეკონში შემწვარ სუკს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი