Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი, შატო მუხრანი, 2009

მუხრანის ველზე მოყვანილი რქაწითლის 2007 წლის მოსავალზე ჩვენ შარშანაც ვწერდით. 2009 წლის ჩამოსხმა ძალზე განსხვავდება წინამორბედისგან. ჩალისფერი ღვინოა, მომწვანო ელფერით, სადაც პირველივე სურნელზე ძალზე მრავალფეროვანი არომატები იშლება, სადაც ერთმანეთს მოსდევენ ხილის ყვავილების, მუშმალის, ანანასის სურნელები. ეს ყველაფერი, ქართლის მიწისა და კლიმატის გარდა, მეღვინის დამსახურებაცაა, რომელიც ბატონაჟს იყენებს, ტექნოლოგიურ ხერხს, რომელიც თვეების მანძილზე ღვინის ლექზე დავარგებას გულისხმობს პერიოდული დარევით. ამის გამო ღვინო სრულიად განსხვავებული სტრუქტურისა დგება. ქართლური რქაწითელი საუკეთესო იქნება ხამანწკებთან, კრევეტებთან, მოხარშულ სვიასთან, თხის ყველთან.


© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული